სუპერვაიზერი
როგორ მივმართო
- განთავსდა
- 26 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 26 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 31 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
დიპლომატ ჰოლდინგი
- საქმიანობა
- დისტრიბუცია
- დაარსდა
- 2002
ღია ვაკანსია: 7 · საიდენტიფიკაციო კოდი: 204987862
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
სადისტრიბუციო კომპანია შპს " დიპლომატ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას თბილისში სუპერვაიზერის პოზიციაზე. შპს დიპლომატ ჰოლდინგი არის საქართველოს მასშტაბით ლიდერ კომპანიათა შორის, რომელიც ახორციელებს ყოველდღიური მოხმარების საკვები პროდუქტების დისტრიბუციას 2002 წლიდან. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს: http://diplomatholding.com.ge/ პერსონალური კომპეტენციები: ** ძლიერი ანალიტიკური და ლიდერული უნარები ** გუნდის მართვის უნარი ** დროის და პრიორიტეტების მართვის ცოდნა ** ბაზრის ცოდნა (კონკურენტების სტრუქტურა, ფასები, აქციები) ** გადაწყვეტილების მიღების სწრაფი უნარი. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ** სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 სთ ** ანაზღაურება: განისაზღვრება გასაუბრების საფუძველზე, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით. ფუნქცია-მოვალეობები: ** გაყიდვების გუნდის მოტივაციის სისტემა — ბონუსების და KPI-ების მიხედვით. ** გუნდის ტრენინგი და განვითარებაზე მუშაობა — პროდუქტის, გაყიდვების ტექნიკის და კატეგორიული ცოდნის ამაღლება. ** მენტორობა ახალ თანამშრომლებზე — ახალი გუნდის წევრების ადაპტაცია მარშრუტზე. ** კომუნიკაცია და უკუკავშირის მიწოდება — ყოველდღიური ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშგება გუნდის შესრულებაზე და გაუმჯობესების რჩევები. ბიზნესის განვითარება: ** ახალი ობიექტების მოძიება და ქსელის გაფართოება ** გაყიდვების პოტენციალის შეფასება უბნებით / რაიონებით. ** ფასდაკლების პოლიტიკის ანალიზი — სად ღირს პრომო შეთავაზება და სად არა. ** კლიენტთა სეგმენტაცია — ABC ან RFM მოდელით. ოპერაციული და ლოჯისტიკური კონტროლი: ** საწყობთან კოორდინაცია — შეკვეთების დროული გატანა/მიღება და მარაგების მართვა. ** POS მასალების მართვა — დისპლეების და სტიკერების განთავსების კონტროლი. ** ინვენტარიზაციის პერიოდული შემოწმება — სავაჭრო ობიექტებში დარჩენილი მარაგების დათვლა. ანალიტიკა და რეპორტინგი: ** გაყიდვების ანალიზი — ნავაჭრი, დაფარვა, აქტივაციის დონე, ზრდის ტენდენციები. ** SKU-ების მოძრაობის ანალიზი — ტოპ და სლოუმუვერების იდენტიფიცირება. ** კვირის და თვის რეპორტინგი — მიზნების შესრულების სტატისტიკა, შეფერხებების მიზეზების განმარტებით. ** პრომო აქციების ეფექტურობის შეფასება. ** რეალურ დროში სავაჭრო აგენტების მარშრუტების და შედეგების მონიტორინგი დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე: hr@holding.com.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
ქსელური ობიექტების გაყიდვების სუპერვაიზერი
ზედაზენი 2012
ჰორეკა ობიექტების გაყიდვების სუპერვაიზერი
ზედაზენი 2012
სპა სუპერვაიზერი
სასტუმრო კოხტა ბაკურიანი