როგორ მივმართო
- გამოცდილება
- დამწყები
- განთავსდა
- 9 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 9 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 14 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ლექსჯორჯია
ღია ვაკანსია: 1
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
იურიდიული კომპანია "ლექსჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას იურისტის (ადვოკატის) პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი; ** ანაზღაურება: 1500-2000 ლარი (კვალიფიკაციის მიხედვით); ** სამუშაო დრო: სრული. ძირითადი მოვალეობები: ** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება; ** კომპანიის კლიენტებისათვის კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის გაწევა/მონაწილეობის მიღება; ** კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან; ** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია/მონაწილეობის მიღება; ** ადმინისტრაციული და საგადასახადო საქმისწარმოება/მონაწილეობის მიღება; ** გაფრთხილების წერილების მომზადება და გაგზავნა; ** სარჩელების/შესაგებლების/საჩივრების მომზადება; მათი სასამართლოში/მხარესთან გაგზავნის უზრუნველყოფა და მონიტორინგი; ** სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება (საგარანტიო წერილების, ცნობების, განცხადებების, მორიგებების და ა. შ.); ** კორპორატიული კლიენტების იურიდიული მომსახურება; ** უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან კომუნიკაცია; ** სასამართლო პროცესებში მონაწილეობის მიღება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სავალდებულოა უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი); ** სავალდებულოა სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით იურისტად/ადვოკატად მუშაობის სულ მცირე 2 წლის პრაქტიკული გამოცდილება; ** სავალდებულოა კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; ** სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (მინიმალური დონე B2); ** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** საჯარო რეესტრის, მერიის, ქონების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ადვოკატის ლიცენზია სამოქალაქო ან საერთო მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: lawyers@lexgeorgia.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
სარჩელების მომზადების იურისტი
ფინბიურო
თბილისი
უმცროსი იურისტი
პრობლემური აქტივების სააგენტო
