პრისელერი
როგორ მივმართო
- განთავსდა
- 24 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 24 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 29 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ვიჯი
ღია ვაკანსია: 6
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
სადისტრიბუციო კომპანია "VG" 2010 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში და ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნებიდან საკონდიტრო და საკვები პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოში. კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე ბათუმში . განრიგი: ორშაბათი-პარასკევი - 09:00-18:00 აუცილებელი მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 6 თვე ** უძრავი ქონებით უზრუნველყოფის შესაძლებლობა ** მართვის მოწმობა (B კატეგორია) ** საკუთარი მსუბუქი ავტომანქანის ქონა ძირითადი მოვალეობები: ** პროდუქციის მახასიათებლების კარგი ცოდნა; ** კომპანიის არსებული სავაჭრო ქსელი მართვა; ** ახალი სავაჭრო ობიექტების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება; ** სავაჭრო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა; ** შეკვეთის გაფორმება; ** კომპანიის ყოველთვიური/წლიური გეგმის შესრულება. პიროვნული უნარები და თვისებები: ** მოლაპარაკებების წარმოების უნარი; ** კომუნიკაბელურობა; ** მიზანდასახულობა; ** მოწესრიგებულობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე nini.okropiridze@vg-ge.com ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 595 887 600. ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს (პრისელერი ბათუმი). წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. მადლობა დაინტერესებისათვის, გისურვებთ წარმატებას!
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
ჰორეკა ობიექტების პრისელერი
ზედაზენი 2012
პრისელერი
ზედაზენი 2012