ადმინისტრაციული მენეჯერი
როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
- განთავსდა
- 29 სექტემბერი 2026
- ბოლო ვადა
- 29 ოქტომბერი 2026 · დარჩენილია 3 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
BRG
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 2
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
- " BRG Service " აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.
- "BRG Service" სარემონტო და სამშენებლო კომპანიაა, რომელიც ორიენტირებულია ხარისხიან მომსახურებაზე, გამჭვირვალე სამუშაო პროცესებზე, ეფექტურ კომუნიკაციასა და მაღალი სტანდარტის მომსახურების შექმნაზე.
- ვეძებთ პასუხისმგებლობიან, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელიც ჩაერთვება კლიენტებთან კომუნიკაციაში, ადმინისტრაციული პროცესების მართვასა და კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაციაში.
- ჩვენ გთავაზობთ:
- ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- ** კომპანიის სხვადასხვა მიმართულების პრაქტიკულად შესწავლის შესაძლებლობას;
- ** თანამედროვე სამუშაო სისტემებთან და CRM პლატფორმასთან მუშაობის გამოცდილებას;
- ** ორგანიზებულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
- ** კომპანიის ზრდასთან ერთად პასუხისმგებლობისა და პოზიციის განვითარების შესაძლებლობას;
- ** ფიქსირებულ ანაზღაურებას და წარმატებულ პროექტებზე მიბმულ ბონუს სისტემას.
- ძირითადი პირობები:
- ** სამუშაო ადგილი: თბილისი;
- ** სამუშაო განრიგი: ორშაბათი პარასკევი, 10:00-19:00;
- ** სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი;
- ** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;
- ** ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება + წარმატებულ პროექტებზე მიბმული ბონუსი.
- ძირითადი მოვალეობები:
- ** საკომუნიკაციო არხებიდან (სატელეფონო ზარები, სოციალური ქსელები, ვებგვერდი ან სხვა) შემოსული მოთხოვნების მიღება და მართვა;
- ** პოტენციურ კლიენტებთან პირველადი კომუნიკაცია, საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მოთხოვნების შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება;
- ** კლიენტებისა და მათი მოთხოვნების CRM სისტემაში რეგისტრაცია, ინფორმაციის განახლება და პროცესის შესაბამის ეტაპამდე მიყოლა;
- ** კლიენტებთან შეხვედრებისა და ობიექტზე ვიზიტების ორგანიზება, დაგეგმილი აქტივობებისა და შეთანხმებული საკითხების შესრულების კონტროლი;
- ** კომპანიის ხელმძღვანელობასთან და პროექტის მენეჯერებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და მიმდინარე საკითხების კოორდინაცია;
- ** ხელოსნების, ბრიგადების, კონტრაქტორებისა და სხვა საჭირო სპეციალისტების მოძიება, მათთან პირველადი კომუნიკაცია და მონაცემთა ბაზის წარმოება;
- ** ხელმძღვანელობის დავალებით კომპანიისთვის საჭირო ინფორმაციის, მომსახურებებისა და პოტენციური პროექტების მოძიება;
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
≈ 300 ₾
სასტუმროს ადმინისტრატორი
სასტუმრო მეტეო
სასტუმროს მიმღების ადმინისტრატორი
სასტუმრო მუზეუმი