- დასაქმების ტიპი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- გამოცდილი
- განთავსდა
- 13 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 12 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 17 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ავეკო თრეიდი
ღია ვაკანსია: 2
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
„ ავეკო “ წარმოადგენს ავეჯის ონლაინ მაღაზიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის შერჩევასა და შეძენას სრულად ონლაინ, მათ შორის შიდა განვადებით, საბანკო პროცედურების გარეშე. „ ავეკო “ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე: ადგილმდებარეობა: თბილისი, ა.წერეთლის გამზირი 116, რადიუსი. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00; ანაზღაურება: ფიქსირებული 1 500 ლარი + ბონუსი. ძირითადი პფუნქცია-მოვალეობები: ონლაინ არხებში გაყიდვების პროცესების ეფექტიანი ორგანიზება, მართვა და კოორდინაცია; პოტენციური მომხმარებლების მოზიდვისა და გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება; ონლაინ არხებში პროდუქციის შეთავაზებისა და გაყიდვების პროცესის კოორდინაცია; მომხმარებელთა საჭიროებებისა და ბაზრის მოთხოვნების ანალიზი, მათზე მორგებული პროდუქციისა და შეთავაზებების შემუშავების მიზნით; ბაზრის ტენდენციებისა და მომხმარებელთა მოთხოვნების ანალიზის საფუძველზე, ორგანიზაციისთვის მოთხოვნადი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის შერჩევასთან დაკავშირებით რეკომენდაციების მომზადება; ინდივიდუალური და გუნდური გაყიდვების გეგმების შესრულების მონიტორინგი და კონტროლი; გაყიდვების შედეგებისა და ეფექტიანობის ანალიზი, შესაბამისი გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვა და მომსახურების ხარისხის მუდმივი განვითარება; თანამშრომელთა საქმიანობის მონიტორინგი, გუნდის ეფექტიანი მუშაობის ხელშეწყობა და დასახული მიზნების მიღწევის უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; აუცილებელია გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება; აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office). სასურველია კლიენტთა მომსახურების პრინციპებისა და სტანდარტების ცოდნა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ მარტივი გამოხმაურების “ ღილაკის საშუალებით .
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
გაყიდვების ხელმძღვანელი
ევროპანელ გრუპი
გაყიდვების ხელმძღვანელი
ევროპანელ გრუპი
თბილისი

