როგორ მივმართო
- განთავსდა
- 11 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 29 ოქტომბერი 2026 · დარჩენილია 3 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
სახლი
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 1 · საიდენტიფიკაციო კოდი: 445569518
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
ახლი • SAKHLI — ავეჯის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის თანამედროვე და ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს საცხოვრებელი სივრცეებისთვის. ჩვენს გუნდში ვეძებთ ავეჯის დიზაინერს , რომელიც ჩაერთვება როგორც მომხმარებლებთან კომუნიკაციაში, ისე დიზაინისა და პროექტის მომზადების პროცესში. ძირითადი მოვალეობები: კლიენტთან შეხვედრა და მისი მოთხოვნების გაანალიზება; სამზარეულოს, საძინებლის, მისაღები ოთახის, ჰოლის, აბაზანისა და სხვა სივრცეების ავეჯის დიზაინის შექმნა; 3D ვიზუალიზაციების მომზადება; ტექნიკური ნახაზებისა და დეტალური პროექტის მომზადება წარმოებისთვის; მასალების, ფერების, მექანიზმებისა და ფურნიტურის შერჩევა; ჩვენ გთავაზობთ: თანამედროვე და პროფესიონალური სამუშაო გარემო; საინტერესო და მრავალფეროვანი პროექტები; პროფესიული განვითარების შესაძლებლობა; ანაზღაურება 2000-2500 ლარი (გამოცდილების შესაბამისად); სტაბილურ გუნდში მუშაობა. ვფიქრობთ, რომ შენ ჩვენი გუნდის წევრი უნდა გახდე, თუ: გაქვს ავეჯის დიზაინის გამოცდილება; კარგად ფლობ 3ds Max / Corona, AutoCAD, SketchUp-ს ან შესაბამის პროგრამებს; კარგად გრძნობ სივრცეს, პროპორციებს, ფერებსა და მასალებს; ხარ პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული; შეგიძლია მომხმარებლის სურვილი რეალურ და ფუნქციურ დიზაინად აქციო. ადგილმდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის ქ. პოზიცია: ავეჯის დიზაინერი ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით (2000-2500 ლარი) თუ გიყვარს ინტერიერი, დიზაინი და გინდა შექმნა ავეჯი, რომელიც რეალურად ხდება სივრცის ნაწილი — გამოგვიგზავნე შენი CV და პორტფოლიო: sakhlioffice@gmail.com
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
თბილისი
დიზაინერი
GNG Company
თბილისი, დიდუბე
უმცროსი გრაფიკული დიზაინერი
ევროპროდუქტი
თბილისი, ავჭალა, გაგრის ქ.
