მათემატიკის მასწავლებელი
როგორ მივმართო
- განთავსდა
- 15 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 15 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 20 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
თანამედროვე განათლების აკადემია
ღია ვაკანსია: 4
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
შპს " თანამედროვე განათლების აკადემია - სკოლა და ბაღი " აცხადებს ვაკანსიას მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე. მისამართი: ქ. თბილისი, ლევან მიქალაძის ქ.N4 გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსია ცხადდება დეკრეტულ შვებულებაში გასული თანამშრომლის შემცვლელად და მისი ხანგრძლივობა მინიმუმ ერთი სემესტრია, მაქსიმუმ კი - ერთი წელი. მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებულ და ქვემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნებიდან ერთ-ერთს:
- უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია (საგნის გამოცდა);
- უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- 2015 წლამდე სერტიფიცირებული (საგნის და პროფესიული უნარების გამოცდა) პირი;
- უფროსი, წამყვანი ან მენტორი მასწავლებელი.
აპლიკანტი უნდა იყოს უწყვეტ პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული. ასევე შეეძლოს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენება სასწავლო პროცესში. სამუშაო განაკვეთი: 14 სთ. კვირაში. კონკურსის ეტაპები: ** აპლიკანტმა ელექტრონულ სისტემაში (pedagogi.ge) უნდა გამოაგზავნოს მოთხოვნა. ** პირველ ეტაპზე, მოხდება საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განცხადების გადარჩევა; ** მეორე ეტაპზე, საბუთების გადარჩევის საფუძველზე, შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას, რომელზეც შეფასდება მათი პროფესიული ცოდნა და უნარები; ** მესამე ეტაპზე გასული კანდიდატები ჩაატარებენ იმიტირებულ გაკვეთილს. დამატებითი ინფორმაცია: ა) საგაკვეთილო პერიოდი აკადემიაში მოიცავს პირველ ცვლას, 09:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე. ბ) კანდიდატის ანაზღაურება დამოკიდებულია მის კომპეტენციაზე, სტატუსსა და გამოცდილებაზე. შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება კონკურსის ბოლო ეტაპზე. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@cea.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ: "ვაკანსია - მათემატიკის მასწავლებელი". გისურვებთ წარმატებას! თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას, შერჩევის პროცესში, დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
მათემატიკის მასწავლებელი
თბილისის არქიმედეს სკოლა
მათემატიკის მასწავლებელი
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა
მათემატიკის მასწავლებელი
მწვანე სკოლა