როგორ მივმართო
- გამოცდილება
- 25 წელი
- განთავსდა
- 14 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 14 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 19 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ასპ-გრუპი
- საქმიანობა
- ავტობიზნესი
- დაარსდა
- 2017
ღია ვაკანსია: 6 · საიდენტიფიკაციო კოდი: 406217721
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
კომპანია "ასპ-გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ჰიდრავლიკ მექანიკოსის პოზიციაზე. ასპ-გრუპის საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც-დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 25 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში. კომპანიის ვებ-გვერდი: https://aspgroup.ge/ პირობები: ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი ლილო, ერეკლე მეორეს მეხუთე შესახვევი N3; სამუშაო დრო: ორშაბათი-შაბათი 09:30-18:30 საათები; ანაზღაურება: 2 000-3 000 ლარი , 3 000-4 000 ლარი , 4 000-5 000 ლარი (გამოცდილების და კვალიფიკაციის მიხედვით) ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ავტომობილებისა და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ჰიდრავლიკური და მექანიკური სისტემების დიაგნოსტიკა და ტექნიკური მომსახურება; ** სათადარიგო ნაწილების მონტაჟი, დემონტაჟი და მათი გამართულობის უზრუნველყოფა; ** ავტოსატრანსპორტო საშუალების/ტექნიკის დაზიანებული ნაწილების ახლით შეცვლა ან შეკეთება; ** ტექნიკური დოკუმენტაციისა და სერვისის სტანდარტების დაცვა; ** პრობლემების დროული იდენტიფიცირება და ეფექტური გადაწყვეტის გზების შემუშავება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სავალდებულოა, ანალოგიურ პოზიციაზე მინ. 3-5 წლიანი მუშაობის გამოცდილება; პიროვნული უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება; ** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aspgroup.ge 2026 წლის 14 ნოემბრამდე . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გისურვებთ წარმატებას!
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
მთავარი ინჟინერ- მექანიკოსი
მეისონბეიქ-2026
თბილისი
ელექტრიკოს-მექანიკოსი
არომაპროდუქტი
≈ 2500 ₾
მოსწავლე-მექანიკოსი
თეგეტა მოტორსი