კონკურსი მშვიდობის კორპუსის მოხალისის მისაღებად
როგორ მივმართო
- განთავსდა
- 29 სექტემბერი 2026
- ბოლო ვადა
- 1 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 6 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
მშვიდობის კორპუსი
- საქმიანობა
- არასამეწარმეო საქმიანობა
- დაარსდა
- 2004
ღია ვაკანსია: 3 · საიდენტიფიკაციო კოდი: 205027807
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
თანდართული ფაილი
756752_RequestForVolunteerForm_IOD_2027_5138915.zip " მშვიდობის კორპუსი საქართველოში " აცხადებს კონკურსს რეგიონული საჯარო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის (სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, მუნიციპალური ააიპ-ები - ბიბლიოთეკები, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლები/ცენტრები, და ა.შ.) მშვიდობის კორპუსის ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარების პროგრამის მოხალისის მისაღებად. განაცხადების მიღება - ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარების პროგრამა (2-წლიანი მოხალისეები): ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარების (IOD) პროექტის ამერიკელი მოხალისეები ორი წლის განმავლობაში მუშაობენ საჯარო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში საქართველოს რეგიონებში (თბილისის გარეთ). ისინი ადგილობრივ პარტნიორებთან ერთობლივი მუშაობით აძლიერებენ როგორც ინდივიდუალურ უნარებს, ასევე ორგანიზაციულ შესაძლებლობებს. მოხალისეები ტექნიკურ დახმარებას უწევენ დასაქმების, მეწარმეობის, ციფრული წიგნიერების, მოხალისეობის, ახალგაზრდების გაძლიერების, სამუშაო ინგლისურისა და 21-ე საუკუნის უნარების ტრენინგების მეშვეობით, ამასთანავე, მხარს უჭერენ ორგანიზაციებს დაგეგმვის, პროექტის დიზაინის და მართვის, ორგანიზაციული მენეჯმენტისა და მდგრადობის გაუმჯობესებაში. მოხალისის მოსაწვევ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დაინტერესებულ საჯარო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, მუნიციპალური ააიპ-ები - ბიბლიოთეკები, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლები/ცენტრები, და ა.შ.) საქართველოს შემდეგი რეგიონებიდან: ** კახეთი (ახმეტის ჩრდილოეთით მდებარე დასახლებების გარდა) ** მცხეთა-მთიანეთი (სტეფანწმინდა და სტეფანწმინდის ჩრდილოეთით მდებარე დასახლებების გარდა) ** შიდა ქართლი ** ქვემო ქართლი ** სამცხე ჯავახეთი ** აჭარა ** გურია ** იმერეთი ** სამეგრელო ** რაჭა-ლეჩხუმი ** სვანეთი კონკურსში მონაწილეობა არ შეუძლიათ იმ სოფლების და ქალაქების ორგანიზაციებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული-სასაზღვრო ზოლიდან ხუთკილომეტრიან მონაკვეთში მდებარეობენ. თანდართულია სააპლიკაციო ფორმა და გზამკვლევი ორგანიზაციებისთვის, ინდივიდუალური და ორგანიზაციული პროექტის და შერჩევის კრიტერიუმების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციით. თუ თქვენი ორგანიზაცია დაინტერესებულია მოხალისესთან თანამშრომლობით 2027-2029 წლების განმავლობაში: ** გაეცანით გზამკვლევს ** სრულად შეავსეთ მოხალისის მოსაწვევი სააპლიკაციო ფორმა ** შევსებული ფორმა გამოაგზავნეთ მისამართზე GE-IOD@peacecorps.gov თუ განაცხადის შემოტანას გადაწყვეტთ ერთზე მეტ პროგრამაში, გთხოვთ, ცალკე შეავსოთ შესაბამისი პროგრამის სააპლიკაციო ფორმა. სააპლიკაციო ფორმების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 1 ნოემბერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით: თიკა რევიშვილი პროგრამის მენეჯერი GE-IOD@peacecorps.gov
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
კონკურსი საჯარო სკოლებისთვის მოხალისის მისაღებად
მშვიდობის კორპუსი
კონკ. მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამის მოხალისის მისაღებად
მშვიდობის კორპუსი
სოციალური მედიის მენეჯერი - მოხალისე
ერთად შევცვალოთ სამყარო