მოლარე-კონსულტანტი
როგორ მივმართო
- განთავსდა
- 9 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 9 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 14 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
Islands Group
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 1
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
კომპანიის შესახებ
" Islands Group " ავითარებს საცალო ვაჭრობის მიმართულებას და ვარკეთილი მოლში ახალ სავაჭრო ობიექტებს ხსნის. კომპანია ეძებს პასუხისმგებლობიან და კომუნიკაბელურ მოლარე-კონსულტანტებს , რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებელთა ხარისხიან მომსახურებას, პროდუქციის გაყიდვასა და სავაჭრო ობიექტების ყოველდღიურ გამართულ მუშაობას. სამუშაოს აღწერა: ** მომხმარებელთა კონსულტაცია და ხარისხიანი მომსახურება; ** პროდუქციის წარდგენა და გაყიდვა; ** სალაროსა და POS-ტერმინალის მართვა; ** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების განხორციელება; ** გაყიდვების აღრიცხვა და სალაროს ნაშთის კონტროლი; ** პროდუქციის მიღება, განთავსება და სავაჭრო მარაგების მოწესრიგება; ** სავაჭრო სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა; ** სავაჭრო ობიექტის გახსნისა და დახურვის პროცედურების შესრულება. სამუშაო გრაფიკი: სამუშაო გრაფიკი მოიცავს 6-საათიან ცვლებს: ** დილის ცვლა: 10:00-16:00; ** საღამოს ცვლა: 16:00-22:00. ცვლები თანამშრომლებს შორის ნაწილდება მონაცვლეობითი გრაფიკით. საშუალო სამუშაო დატვირთვა შეადგენს კვირაში 28 საათს. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გამართული კომუნიკაციისა და მომხმარებელთან ურთიერთობის უნარი; ** პასუხისმგებლობიანი და ორგანიზებული დამოკიდებულება სამუშაოს მიმართ; ** ყურადღებიანობა და სიზუსტე ფინანსური ოპერაციების შესრულებისას; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისებისა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი; ** გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა სავალდებულო არ არის. პიროვნული თვისებები: ვეძებთ პუნქტუალურ, კეთილსინდისიერ და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლებს, რომლებსაც შეუძლიათ მომხმარებლებთან თავაზიანი კომუნიკაცია, სამუშაო პროცესის ორგანიზებულად წარმართვა და პასუხისმგებლობის აღება დაკისრებულ მოვალეობებზე. ანაზღაურება: პოზიცია ითვალისწინებს ფიქსირებულ ანაზღაურებასა და გაყიდვების შედეგებზე დაფუძნებულ საბონუსე სისტემას. რას გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** მოქნილ, ცვლებში განაწილებულ სამუშაო გრაფიკს; ** სამუშაოს დაწყებამდე შესაბამის ტრენინგს; ** პროფესიული უნარების განვითარებისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას. განაცხადის გაგზავნა: დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელფოსტაზე: nikusha.q12@gmail.com გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ: "მოლარე-კონსულტანტი".
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
მოლარე-კონსულტანტი
რანიცა
≈ 1200 ₾
მოლარე-კონსულტანტი
Manamo Home
მოლარე-კონსულტანტი
ტანსაცმლის მაღაზია
≈ 1000 ₾