როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- არასრული განაკვეთი
- განთავსდა
- 7 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 7 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 12 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
გოლდ პაკი
- საქმიანობა
- სამშენებლო პროდუქცია, მშენებლობა და უძრავი ქონება
- დაარსდა
- 2010
ღია ვაკანსია: 1 · საიდენტიფიკაციო კოდი: 404859532
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
შპს " გოლდ პაკი " 2010 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე და წარმოადგენს, როგორც მწარმოებელ, ასევე იმპორტიორ კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელს 1500-მდე სახეობის საკვების ერთჯერადი შესაფუთი მასალითა და სხვადასხვა ბრენდირებული პროდუქციით. ჩვენი კომპანია თანამშრომლობს ყველა წამყვან ობიექტთან მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი გუნდი აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე, თბილისში. ფუნქცია-მოვალეობები: ** პროდუქციის მიღებისა და გაცემის პროცესის უზრუნველყოფა; ** შემოსული შეკვეთების გამზადება, შესაბამისი ზედნადებების მიხედვით აგროვება და მანქანაში სწორად დატვირთვა. ** საწყობში შემოსული ტვირთების დროული აღწერა, აღრიცხვა და დასაწყობება; ** საწყობში არსებული პროდუქციის დეფექტების დროული აღმოჩენა და შესაბამის პირებთან კომუნიკაცია; ** საწყობში პროდუქციის მოწესრიგებულად და უსაფრთხოდ განთავსების უზრუნველყოფა; ** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების და მითითებების შესრულება. აუცილებელი მოთხოვნები: ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა; ** პასუხისმგებლიანობა; ** გუნდური მუშაობის უნარი. სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება: ** სამუშაო განაკვეთი: სრული - 09:00-დან 17:00-მდე, ან ნახევარი განაკვეთი - 09:00-დან 13:00-მდე ან 13:00-დან 17:00-მდე; ** ანაზღაურება: სრული განაკვეთი - 1500 ლარი ; ნახევარი განაკვეთი - 750 ლარი ; ** ადგილმდებარეობა - თბილისი, ჭყონდიდლის 56. დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: goldpack.info@gmail.com . გთხოვთ, სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - საწყობის თანამშრომელი.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
საწყობის თანამშრომელი
საქართველოს ფოსტა
საწყობის თანამშრომელი
სონნივა ჯორჯია
≈ 1800 ₾
