კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
როგორ მივმართო
- გამოცდილება
- 2 წელი
- განთავსდა
- 28 სექტემბერი 2026
- ბოლო ვადა
- 28 ოქტომბერი 2026 · დარჩენილია 2 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
უნისონი
ღია ვაკანსია: 10
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
სადაზღვევო კომპანია " უნისონი " 2011 წლიდან ზრუნავს ადამიანებისა და ბიზნესების ფინანსურ უსაფრთხოებაზე. წლების განმავლობაში ჩვენ ჩამოვყალიბდით ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთ წამყვან კომპანიად, რომელსაც მომხმარებლები ენდობიან პროფესიონალიზმის, ინოვაციური მიდგომებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გამო. ჩვენ მუდმივად ვავითარებთ პროდუქტებსა და სერვისებს, ვნერგავთ თანამედროვე ციფრულ გადაწყვეტილებებს და ვქმნით საუკეთესო გამოცდილებას ჩვენი მომხმარებლებისთვის. თუ გსურთ იმუშაოთ გარემოში, სადაც ფასდება ინიციატივა, პროფესიული განვითარება და შედეგზე ორიენტირებული მუშაობა, შემოუერთდით "უნისონის" გუნდს. სადაზღვევო კომპანია "უნისონი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი პასუხისმგებლობები: ** პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოძიება, მოზიდვა და მათთან გრძელვადიანი თანამშრომლობის დამყარება; ** კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება და გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ორიენტირება; ** გაყიდვების სრულ ციკლზე მუშაობა: წინასწარი კომუნიკაციიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე; ** სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება კლიენტის საჭიროებებზე მორგებული ფორმით; ** მომხმარებლის დამატებითი საჭიროების დადგენა და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შესაბამის განყოფილებასთან ერთად ახალ შეთავაზებებზე მუშაობა; ** კლიენტების მუდმივი ინფორმირება ახალი პროდუქტების და მიმდინარე ცვლილების შესახებ; ** სატენდერო პროცესებში მონაწილეობის უზრუნველყოფა; ** გაყიდვების გეგმების შესრულება და შედეგების ანგარიშგება; ** ბაზრის ანალიზი და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება; ** თანამშრომლობა მარკეტინგისა და დაზღვევის ტექნიკური გუნდებთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირება, მარკეტინგი ან მსგავსი მიმართულებით) ** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვების სფეროში (სასურველია სადაზღვევო ან ფინანსურ სექტორში) ** კორპორატიულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება ** ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები ** გაყიდვებზე ორიენტირებულობა და შედეგებზე კონცენტრირება ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად დამატებითი მოთხოვნები: ** დეტალებზე ორიენტირებულობა ** ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** დროის ეფექტურად მართვის უნარი ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) იმეილზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს. "უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას! გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში. რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
CLC Elevator
გაყიდვების მენეჯერი
ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გაყიდვების მენეჯერი
ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი