მოლარე-კონსულტანტი
როგორ მივმართო
- განთავსდა
- 22 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 22 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 27 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
Celio
ღია ვაკანსია: 1
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
- ფრანგული ტანსაცმლის ბრენდი " Celio " აცხადებს მოლარე-კონსულტანტის ვაკანსიას. თუ გიყვართ მოდა, მომხმარებელთან ურთიერთობა და გსურთ გახდეთ საინტერესო საერთაშორისო პროექტის ნაწილი, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა.
- სამუშაო პირობები:
- ** სამუშაო განაკვეთი: სრული ან/და ნახევარი;
- ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, ცვლების მიხედვით;
- ** დასვენება: კვირაში 2 დღე;
- ** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
- ** 30%-იანი ფასდაკლება Celio-ს პროდუქციის ასორტიმენტზე;
- ** გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის (მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი) ულიმიტო აბონიმენტი.
- ძირითადი მოვალეობები
- ** მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურებისა და პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა;
- ** პროდუქციის მახასიათებლების სრულყოფილად შესწავლა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული რეკომენდაციების შეთავაზება;
- ** გაყიდვების პროცესის ეფექტურად მართვა და დასახული მიზნების შესრულება;
- ** მიმდინარე აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ მომხმარებლების ინფორმირება;
- ** სალაროსთან მუშაობა და გადახდის პროცესის სწორად წარმართვა;
- ** პროდუქციის სწორად განთავსება და მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვა;
- ** სავაჭრო დარბაზში პროდუქციის რაოდენობისა და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
- ** საქონლის გადაფასებისა და სეზონური ფასდაკლებების პროცესში მონაწილეობა;
- ** პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული სექციის მოწესრიგება და მაღაზიის ვიზუალური სტანდარტების შენარჩუნება.
- საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ** სასურველია საცალო ვაჭრობის ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ** სასურველია შესაბამის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- ** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარები;
- ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ** ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ** ენერგიულობა და მომხმარებელზე ორიენტირებული დამოკიდებულება;
- ** აუცილებელია ინგლისური საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- ** სასურველია უმაღლესი განათლება.
- დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: talants@fstylegroup.co და ელფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მოლარე-კონსულტანტი".
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
მოლარე-კონსულტანტი
რანიცა
≈ 1200 ₾
მოლარე-კონსულტანტი
Manamo Home
მოლარე-კონსულტანტი
ტანსაცმლის მაღაზია
≈ 1000 ₾