როგორ მივმართო
- განთავსდა
- 16 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 16 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 21 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
George Keburia
ღია ვაკანსია: 1
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
ქართული მოდის ბრენდი " KEBURIA " აცხადებს ვაკანსიას ატელიეს საოპერაციო კოორდინატორის პოზიციაზე. პოზიცია მოიცავს ატელიეს ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზებას, წარმოების პროცესების კოორდინაციას, მარაგების აღრიცხვასა და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას. ძირითადი მოვალეობები: ** ატელიეს ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და საწარმოო გუნდთან კომუნიკაცია სამუშაო პროცესების გამართულად წარმართვისთვის; ** წარმოების პროცესის მონიტორინგი, ვადების კონტროლი და შეკვეთების დროულად მომზადების კოორდინაცია; ** მარაგების და პროდუქციის აღრიცხვა; ** ონლაინ შეკვეთების დამუშავება, შეფუთვა და გასაგზავნად მომზადება; ** გადაზიდვის დოკუმენტაციის მომზადება და საკურიერო მომსახურების ორგანიზება; ** ლოგისტიკურ კომპანიებთან კომუნიკაცია და გზავნილების თრექინგი; ** სტილისტებისთვის, ფოტოსესიებისა და PR აქტივობებისთვის პროდუქციის მომზადებისა და გაგზავნის კოორდინაცია, მათ შორის დაბრუნებული ნივთების მიღება და მდგომარეობის შემოწმება; ** ყოველდღიური ადმინისტრაციული და საორგანიზაციო საქმიანობის მხარდაჭერა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია 1-2-წლიანი სამუშაო გამოცდილება საოპერაციო საქმიანობის, ადმინისტრირების, ლოგისტიკის, ვაჭრობის ან მსგავს სფეროში; ** კარგი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები; ** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დამოუკიდებლად მუშაობისა და სამუშაო პროცესების ეფექტურად ორგანიზების უნარი; ** ინგლისური ენის კარგი ცოდნა; ** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ისა და Google Sheets-ის, კარგი ცოდნა. ადგილმდებარეობა: სოლოლაკი სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 ანაზღაურება: 1300-1700 ლარი , კვალიფიკაციის მიხედვით. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე info@georgekeburia.com და სათაურში მიუთითოთ: Atelier Operations Coordinator.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
საოპერაციო დირექტორი
ბი ჯგუფი
ადამიანური კაპიტალის/ორგანიზაციული განვითარების კოორდინატორი
სამედიცინო ჯგუფი