როგორ მივმართო
- განთავსდა
- 6 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 6 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 11 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ჯისი
- საქმიანობა
- საოფისე და საოჯახო საქონელი
- დაარსდა
- 1995
ღია ვაკანსია: 2 · საიდენტიფიკაციო კოდი: 211357850
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია B2B-ის მიმართულებით შპს " ჯისი ", რომელიც ახორციელებს ცნობილი კომპანიების (KIMBERLEY CLARCK PROFESSIONAL, ECOLAB, VIKAN, UNILEVER PROFESSIONAL,) პროდუქციის იმპორტს და რეალიზაციას საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ. ბათუმში აჭარის რეგიონის წამყვანი სავაჭრო წარმომადგენლის თანამდებობაზე: KIMBERLEY CLARCK PROFESSIONAL - ამერიკული მწარმოებელი კომპანია, რომელიც აწარმოებს პროდუქციას (სისუფთავე სახლს გარეთ). ერთჯერადი საწმენდი და ჰიგიენური საშუალებები (ორგანიზაციებისთვის, სასტუმროებისთვის, რესტორნები-კაფეებისთვის და სამრეწველო ობიექტებისთვის) ECOLAB- ამერიკული მწარმოებელი კომპანია, რომელიც აწარმოებს სადეზინფექციო და სისუფთავის დაცვის საშუალებებს, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა მრეწველობის დარგებში, როგორიცაა (რესტორნები, წარმოებები, სასტუმროები და სხვადასხვა). UNILEVER PROFESSIONAL- - ბრიტანული მწარმოებელი კომპანია, რომელიც აწარმოებს თავის მოვლის და დაცვის საშუალებებს. კომპანია წარმოდგენილია საქართველოში ცნობილი ბრენდით " DOVE" რომელიც გამოიყენება სხვადასხვა მრეწველობის დარგებში, სასტუმროებში, ორგანიზაციებში, რესტორნებში და სხვა კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს: ** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი ** ჯამურ ანაზღაურებას - 2000-4000 ლარამდე ** ფიქსირებულ ხელფას - 2000 ლარს ** გეგმის შესრულების ბონუს და სამოტივაციო ბონუს - 2000 ლარი ** საწვავით უზრუნველყოფას ** ჯანმრთელობის დაზღვევას მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ** გამოცდილება B2B ბიზნესში ჩაითვლება როგორც უპირატესობა ** ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად ** მართვის მოწმობა B კატეგორია ** საკუთარი ავტომობილი პიროვნული თვისებები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** შრომისმოყვარეობა ** კომუნიკაბელურობა ** წინააღმდეგობების გადალახვის უნარი ** დარწმუნების უნარი ** მიზანდასახულობა ** ურთიერთობის დამყარების უნარი ** ახალი ობიექტების ათვისების უნარი ** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი ** დოკუმენტებთან მუშაობის უნარი ძირითადი მოვალეობები: ** ყველა მსხვილი თუ მცირე ბიზნეს ოპერატორებთან მოლაპარაკებების წარმართვა (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, სხვადასხვა ორგანიზაციები, ოფისები, საწარმოები და სხვა.) ** კომპანიის მიმდინარე და ახალ პროექტებში ჩართვა, მონიტორინგი, ანალიზი და შესაბამისი განვითარება ** მოლაპარაკებების შედეგად კლიენტთან შეთანხმების საფუძველზე საწყისი პროექტის მომზადება პროექტის შემდგომი სრულყოფილად დანერგვისთვის ** მიმდინარე პროექტების მონიტორინგი და აუდიტი ** ყოველკვირეული/ყოველთვიური შესრულებული სამუშაოების ანალიზი და მისი წარდგენა მთავარ ოფისთან ** ყოველდღიური დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი და მისი დროულად, ვადებში დაფარვა დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@gisi.ge შენიშვნა: სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი. " ქ. ბათუმში, თბილისის რეგიონის ტერიტორიის განვითარების წარმომადგენლის თანამდებობაზე". მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს ჯისი საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
- მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
- სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
- ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;
- მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "ჯისი"-ს ადამიანური რესურსების სამსახური;
- მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
- ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
- ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
- ** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
- ** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
- ** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
- ** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
- ** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
- ** მონაცემთა გადატანის უფლება;
- ** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
- ** თანხმობის გამოხმობის უფლება;
- ** გასაჩივრების უფლება;
- შპს "ჯისი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
სავაჭრო წარმომადგენლის თანაშემწე
Georgian Beer and Beverages Group
