როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- დამწყები
- განთავსდა
- 23 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 31 ოქტომბერი 2026 · დარჩენილია 5 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
მოდუსი
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 7
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
ჰიპერმარკეტების ქსელი „მოდუსი“ აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. მის: ქ. თბილისში, რ. აგლაძის N51. სამუშაო აღწერილობა: შემომავალი ზარების მართვა და მომხმარებლების კვალიფიციური მომსახურება; კომპანიის სოც. ქსელებში შემოსულ შეტყობინებებზე დროული რეაგირება; მომხმარებლებისათვის კომპანიის პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდება; მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი მომსახურების შეთავაზება; საჭიროების შემთხვევაში ზარის/მოთხოვნის შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ქართული, ინგლისური და რუსული ენების ფლობა; გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი; მომხმარებლებთან თავაზიანი და ეფექტური კომუნიკაცია (კომპანიის მომსახურების სტანდარტის შესაბამისად); კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება; სამშენებლო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად. ჩვენ გთავაზობთ: კონკურენტულ ანაზღაურებას; ტრენინგებს და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; ჯანმრთელობის დაზღვევას; უფასო კვებას; Fit-pass-ს; ფასდაკლება კომპანიის პროდუქციაზე. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდატი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ შპს „მოდუსი-“მა დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვიდან გამომდინარე, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს თანხმობის უკან გათხოვნა, სხვა შემთხვევაში თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „მოდუსი“-ს ბაზაში 1 წლის ვადით. ელ. ფოსტა: career@modus.com.ge ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/GuJW1Khb გისურვებთ წარმატებებს.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მედ-დიაგნოსტიკა
≈ 800 ₾
კონტაქტ ცენტრის ოპერატორი
ინტელიექსპრესი
დისტრიბუტორ-ოპერატორი
ბარისტო
თბილისი · ≈ 2000 ₾


