- დასაქმების ტიპი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
- განთავსდა
- 23 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 21 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 27 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ბს/2 ჯორჯია
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 6 · საიდენტიფიკაციო კოდი: 205274291
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის- ადმინისტრატორის პოზიციაზე. "ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგი "Penki Kontinentai"-ს შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის. ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე: Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More სამუშაო ადგილი: დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის ქ. N6 (დიდუბიდან ვუზურნველყოფთ ტრანსპორტირებას) სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00სთ (1სთ. შესვენება) ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1500-2000 ლარი (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით) აღნიშნული პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია: შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა; კომპანიის ყველა სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული მხარდაჭერა; სხვადასხვა ღონისძიების, შეხვედრისა და თათბირების ორგანიზება; კომპანიაში შემოსული სტუმრების დახვედრა, გამასპინძლება და შესაბამის პირთან გადამისამართება; სამეურნეო და საკანცელარიო მარაგების კონტროლი და შევსება; დიასახლისის, მებაღისა და უსაფრთხოების სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა და მონიტორინგი; თანამშრომელთა მივლინებების ადმინისტრირება; ტაქსის აპლიკაციის მართვა; ავტომობილების დაზღვევის ადმინისტრირება; სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში. პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; ინგლისური B1 დონეზე ცოდნა; რუსული B2 დონეზე ცოდნა; საოფისე პროგრამების ცოდნა; მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება. ჩვენ გთავაზობთ: კვალიფიკაციის მუდვმივად ამაღლების შესაძლებლობას; საკომუნიკაციო ხარჯების ანაზღაურებას; ჯანმრთელობის დაზღვევასა და Fitpass; გისურვებთ წარმატებას! გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/eIMN8PBb
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
ოფისის მენეჯერი
დიპლომატ ჰოლდინგი
ოფისის მენეჯერი
ბს/2 ჯორჯია
ოფისის მენეჯერი
ევექსი

