გაყიდვების მენეჯერი
როგორ მივმართო
- განთავსდა
- 16 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 16 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 21 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
მასტერ კოფი
ღია ვაკანსია: 3
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
კომპანია "მასტერ კოფი" არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ "COFFEESTA"-ს მფლობელი კომპანია. "მასტერ კოფს" გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE", " JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" და უზრუნველყოფს ყავის აპარატების - Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee - მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას. კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. პოზიციის ძირითადი მიზანი: აჭარისა და გურიის რეგიონებში კომპანიის გაყიდვების განვითარება, HoReCa სექტორში ახალი პარტნიორების მოზიდვა, ყავის აპარატების განთავსება და დაქვემდებარებული გუნდის ეფექტიანი მართვა. სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 / ორშაბათი-პარასკევი /; ანაზღაურება: ფიქსირებული (კვარტალური საბონუსე სისტემა); სამუშაო ადგილი: ქ.ბათუმი; ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** კომერციული ობიექტების მოძიება, მოლაპარაკების ეფექტური წარმოება HoReCa, საცალო, ქსელურ და სხვა კომერციულ ობიექტების წარმომადგენლებთან; ** არსებული პარტნიორი კომპანიების შენარჩუნებაზე ზრუნვა; ** მომსახურების ხარისხისა და პროდუქციის მოხმარების კონტროლი; ** დაქვემდებარებული გუნდის მართვა /კოორდინაცია, დავალებებისა ზედმიწევნით სწორად გაწერა და შემდგომში მათი შესრულების კონტროლი; ** გაყიდვების გეგმის დაწესებულ ვადებში შესრულება; ** დავალიანებებისა და დებიტორული ნაშთების კონტროლი; ** კომპანიის მიერ დასახული გეგმებისა და პრიორიტეტების შესრულება; ** ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშების წარდგენა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გუნდის მართვის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება; ** B2B ან HoReCa სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** მოლაპარაკებების წარმოებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები; ** სამუშაო პროცესების დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების ოპერატიულად გადაწყვეტის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებულობა; ** MS Office-ის ცოდნა; ** ერთ-ერთი უცხო ენის (ინგლისური/რუსული) ცოდნა სასურველია; ** B კატეგორიის მართვის მოწმობა; სამუშაო პირობები: ** ფიქსირებული ხელფასი ** გაყიდვების შედეგებზე დამოკიდებული კვარტალური ბონუსური სისტემა; ** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა; ** სტაბილური სამუშაო გარემო. ** საწვავით უზრუნველყოფა ** ჯანმრთელობის დაზღვევა ჩვენ გთავაზობთ: ** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა; ** სტაბილური სამუშაო გარემო. ** საწვავით უზრუნველყოფა; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** ულიმიტო სასაუბრო; დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@mastercoffee.ge ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება:გაყიდვების მენეჯერი (ბათუმი). დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
გაყიდვების მენეჯერი
ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გაყიდვების მენეჯერი
ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გაყიდვების მენეჯერი
დიპლომატ ჰოლდინგი