ბუღალტერი
როგორ მივმართო
- გამოცდილება
- 2 წელი
- განთავსდა
- 30 სექტემბერი 2026
- ბოლო ვადა
- 30 ოქტომბერი 2026 · დარჩენილია 4 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
Promant
ღია ვაკანსია: 3
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
- "Promant" — პროფესიონალური ესთეტიკისა და ინექციური მედიცინის მიმართულებით პრემიუმ ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში — აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
- ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და დეტალებზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ყოველდღიური საბუღალტრო პროცესების სწორად და დროულად წარმართვას.
- ძირითადი მოვალეობები:
- ** კომპანიის ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების წარმოება;
- ** პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება და კონტროლი;
- ** შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა;
- ** საბანკო ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
- ** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
- ** ანგარიშ-ფაქტურების, ზედნადებებისა და სხვა საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება;
- ** იმპორტთან დაკავშირებული საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა;
- ** საწყობისა და საქონლის მოძრაობის აღრიცხვაში მონაწილეობა;
- ** თანამშრომლებთან დაკავშირებული საბუღალტრო პროცესების წარმოება;
- ** ხელფასებისა და შესაბამისი გადასახადების დარიცხვა/აღრიცხვა;
- ** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
- ** საგადასახადო ვალდებულებების კონტროლი;
- ** საჭიროების შემთხვევაში ფინანსური ანგარიშებისა და შიდა რეპორტების მომზადება;
- ** აუდიტთან და გარე პარტნიორებთან საჭირო ფინანსური ინფორმაციის კოორდინაცია.
- საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან შესაბამის სფეროში;
- ** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის კარგი ცოდნა;
- ** RS.ge-სა და balance-ის საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- ** Excel-ის კარგი ცოდნა;
- ** ქართული საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოების ცოდნა;
- ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სიზუსტე;
- ** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ** დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების გადაჭრის უნარი.
- უპირატესობად ჩაითვლება: დისტრიბუციის, იმპორტის ან სავაჭრო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება.
- ჩვენ გთავაზობთ:
- ** მუშაობას სტაბილურ და განვითარებად კომპანიაში;
- ** პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- ** პრემიუმ საერთაშორისო ბრენდებთან დაკავშირებულ საინტერესო სამუშაო პროცესს;
- ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- ** კონკურენტულ ანაზღაურებას;
- ** სრულ სამუშაო განაკვეთს.
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი, ჰიბრიდული.
- თუ ხარ ზუსტი, პასუხისმგებლობიანი და პროფესიონალი და გსურს განვითარდე დინამიკურ კომპანიაში, გელოდებით Promant-ის გუნდში.
- გამოგვიგზავნე შენი CV და დაგვიკავშირდი ელფოსტაზე: info@promant.ge .
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
მთავარი ბუღალტერი
ჩერნოვეცკის ფონდი
≈ 6000 ₾
ბუღალტერი
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი
ბუღალტერი
ვიქტორია 98
≈ 4000 ₾