მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი
როგორ მივმართო
- განთავსდა
- 21 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 21 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 26 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ინტელკომ ჯგუფი
- საქმიანობა
- სამშენებლო პროდუქცია, მშენებლობა და უძრავი ქონება
- დაარსდა
- 2008
ღია ვაკანსია: 2 · საიდენტიფიკაციო კოდი: 202441189
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
" ინტელკომ ჯგუფი ", IT დისტრიბუციისა და ინტეგრაციის მიმართულებით წამყვანი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: https://intellcom.net/ka/company/ ძირითადი მოვალეობები: ** შოურუმში მოსული მომხმარებლების მომსახურება; ** შემოსული სატელეფონო ზარების, ელექტრონული წერილებისა და სხვა საკომუნიკაციო არხებით მიღებული მოთხოვნების დამუშავება; ** შეკვეთების მიღება და სისტემაში დამუშავება, მიწოდების ორგანიზება და შეკვეთების შესრულების მონიტორინგი. ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და თავაზიანი კომუნიკაციის კულტურა; ** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი; ** რამდენიმე დავალების პარალელურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი. დამატებით უპირატესობად ჩაითვლება: ** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა; ** საოფისე პროგრამებთან და მომხმარებელთა მოთხოვნების მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; ** გაყიდვების ან ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება. ანაზღაურება და ბენეფიტები: ** კონკურენტული ანაზღაურება კანდიდატის კვალიფიკაციისა და პროფესიული გამოცდილების შესაბამისად; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა; ** რეგულარული კორპორატიული ღონისძიებები. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ტერევერკოს ქ. 42. - "ინტელკომ ჯგუფის" თანამედროვე და სრულად კეთილმოწყობილი ოფისი, სასადილო ოთახით, საკონფერენციო და შეხვედრების სივრცეებით, გასართობი და სპორტული ზონებით, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარკინგით; ** სამუშაო გარემო: კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი; ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 (ერთსაათიანი შესვენებით); ** შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში. გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: vacancy@intellcom.net და გზავნილის თემაში (Subject) მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი". გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. პერსონალური მონაცემების დამუშავება: ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნით კანდიდატის პერსონალური მონაცემები დამუშავდება დასაქმების მიზნით. კანდიდატის მონაცემები შესაძლოა, მისი თანხმობისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, შეინახოს კომპანიამ განაცხადის განხილვის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში, მომავალში შესაბამის ვაკანსიებზე კანდიდატურის განხილვის მიზნით.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
≈ 300 ₾
გაყიდვების მენეჯერი
ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გაყიდვების მენეჯერი
ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი