როგორ მივმართო
- განთავსდა
- 22 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 22 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 27 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ბისტრო სტუდიო 995
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 1
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
ვაკანსია — მზარეული ჩვენს ვინტაჟურ ბისტროში! გიყვარს კულინარია, გაქვს პროფესიული გამოცდილება და შეგიძლია სამზარეულოში დამოუკიდებლად მუშაობა? ჩვენი ვინტაჟური ბისტრო ეძებს გამოცდილ, პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ მზარეულს , რომელიც იზიარებს ხარისხზე ორიენტირებულ მიდგომას და მზად არის, გახდეს ჩვენი მეგობრული გუნდის ნაწილი. რას გთავაზობთ? ** მყუდრო და გამორჩეულ სამუშაო გარემოს — ვინტაჟურ ბისტროში, სასიამოვნო მუსიკითა და დახვეწილი ატმოსფეროთი. ** მეგობრულ გუნდს — გარემოს, სადაც თანამშრომლობა და ურთიერთპატივისცემა მნიშვნელოვანია. ** სტაბილურ ანაზღაურებას — 1500 ლარს ხელზე, ყოველთვიურად. ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას და გამართულ სამუშაო პროცესს. ძირითადი მოვალეობები: ** კერძების დამოუკიდებლად მომზადება ბისტროს რეცეპტურისა და ხარისხის სტანდარტების დაცვით. ** პროდუქტების სწორად დამუშავება და შენახვა. ** სამზარეულოს, სამუშაო ზედაპირებისა და ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფა. ** სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და საკვების უსაფრთხოების წესების დაცვა. ** პროდუქტების ნაშთების კონტროლი და ყოველდღიური აღრიცხვა. ** მომდევნო დღის საჭირო პროდუქტების განსაზღვრა და შეკვეთისთვის ინფორმაციის მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მზარეულად მუშაობის გამოცდილება. ** კერძების დამოუკიდებლად მომზადების უნარი. ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა. ** სისუფთავისა და საკვების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა. ** გუნდური მუშაობის უნარი და საქმისადმი ყურადღებიანი დამოკიდებულება. ** მორიგეობითი გრაფიკით მუშაობის მზაობა, მათ შორის შაბათ-კვირას. სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, მორიგეობითი ცვლებით. პირველი ცვლა: 08:40-17:00. მეორე ცვლა: 16:40-01:00. ანაზღაურება: 1500 ლარი ხელზე, თვეში. გამოსაცდელი პერიოდი: 2 კვირა, ანაზღაურებით. ამ პერიოდში შეფასდება კანდიდატის პროფესიული უნარები, დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა და ბისტროს სტანდარტებთან შესაბამისობა. თუ თვლი, რომ სწორედ შენ ხარ ჩვენი მომავალი გუნდის წევრი, მოგვწერე WhatsApp-ზე: +995 555 05 33 30 მისამართი: ეგნატე ნინოშვილის ქუჩა №64, თბილისი შემოგვიერთდი და გახდი ჩვენი ბისტროს გუნდის ნაწილი!
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
მცხეთის მუნიციპალიტეტი
მზარეული
ბუფეტი 3
მზარეულის დამხმარე
შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი