როგორ მივმართო
- გამოცდილება
- გამოცდილი
- განთავსდა
- 3 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 3 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 8 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
Korter
ღია ვაკანსია: 1
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
"Korter" — უკრაინული proptech-მარკეტპლეის პლატფორმაა. ჩვენ ვქმნით და ვმართავთ ვებსაიტებსა და მობილურ აპლიკაციებს, რომლებიც ჩვენს მომხმარებლებს ეხმარება უძრავი ქონების შეძენაში პირდაპირ დეველოპერებისგან, ასევე უკვე მეორად ბაზარზეც. ჩვენი მარკეტპლეისები წარმოდგენილია მსოფლიოს 9 ქვეყანაში. ჩვენი მიზანია ადამიანებს დავეხმაროთ, ონლაინ რეჟიმში აირჩიონ და შეიძინონ მათი მომავალი სახლი. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://korter.com/ მიმდინარე წელს ჩვენი მიზანია რამდენჯერმე გავზარდოთ გაყიდვების ტემპი ბათუმში და ამისთვის ვეძებთ ძლიერ მენეჯერს, რომელიც შეძლებს საიმედო სისტემის აშენებას — როგორც ამ ზრდის მყარ საფუძველს. დეკემბერში მივიღეთ 1126 ცხელი ლიდი. ბათუმში გვყავს 3 გამოცდილი გაყიდვების მენეჯერი, ვგეგმავთ გუნდის გაფართოებას და ახლა, როგორც არასდროს, ვხედავთ ძლიერი ხელმძღვანელის აყვანის დიდ პერსპექტივას, რომელიც შემოიტანს ახალ იდეებს და გაზრდის შედეგებს. ვის ვეძებთ: ** ძლიერ ლიდერს, რომელსაც აქვს გაყიდვების გუნდის მართვის გამოცდილება და გეგმების შესრულების პრაქტიკა; ** ადამიანს, რომელმაც იცის როგორ მართოს გაყიდვები, KPI-ები და პროგნოზირება; ** პროცესების დისციპლინის შენარჩუნების უნარი (CRM, ანგარიშგება, პროგნოზი); ** ძლიერი უნარები გაყიდვების მენეჯერების შერჩევაში, სწავლაში და სამუშაოს ხარისხის კონტროლში; ** მსხვილ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება; ** სისტემური აზროვნება და ციფრებთან მუშაობის უნარი. გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ეფექტური სტარტისთვის ყველაფერი მზად არის: რეგლამენტები და სტანდარტები, პროდუქტის სწავლება, გაყიდვების ინსტრუმენტები და მაღალი კონვერსიის მქონე ლიდების სტაბილური ნაკადი. შენგან გვჭირდება მხოლოდ სურვილი, გახდე ჩვენი გუნდის წევრი და გააზრება იმისა, როგორ გააუმჯობესო შედეგები. რას გთავაზობთ: ** ფიქსირებულ ანაზღაურებას + დეპარტამენტის შემოსავლიდან პროცენტს — საშუალოდ 6000 ლარიდან ზედა ზღვრის გარეშე; ** დამატებით ბონუსებს დეპარტამენტის გეგმის შესრულებისთვის; ** სისტემის გაუმჯობესების შესაძლებლობას ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე; ** მოქნილ სამუშაო გრაფიკს მიკრომენეჯმენტის გარეშე; ** პერსპექტიულ გუნდს, რომელიც შედეგის მიღწევის მიზნით ღიაა ცვლილებებისთვის; ** განვითარების გეგმას და მუშაობას შენს უნარებსა და კომპეტენციებზე. ვაკანტური ადგილი მხოლოდ ერთია, ამიტომ ველით შენს რეზიუმეს. ელფოსტა: ana.tcheishvili@korter.com
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
გაყიდვების ხელმძღვანელი
ევროპანელ გრუპი
გაყიდვების მენეჯერი
ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გაყიდვების აგენტი
დიპლომატ ჰოლდინგი