იურისტის თანაშემწე
როგორ მივმართო
- განთავსდა
- 15 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 15 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 20 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
GAMA FC
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 3
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
GAMA FC — საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი საბრძოლო სპორტის ორგანიზაცია — აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანაშემწის პოზიციაზე. ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და მოტივირებულ კანდიდატს, რომელიც დაინტერესებულია სპორტის სფეროში პროფესიული განვითარებით და სურს გახდეს ჩვენი გუნდის წევრი. ძირითადი მოვალეობები: ** სპორტსმენებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებებისა და სხვა იურიდიული დოკუმენტების მომზადება; ** მოქმედი ხელშეკრულებების მართვა, განახლება და სისტემატიზაცია; ** სპორტსმენებთან კომუნიკაცია საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მისაღებად; ** ორგანიზაციის მიმდინარე იურიდიულ საკითხებში მონაწილეობა; ** იურიდიული დოკუმენტაციის მოწესრიგება და აღრიცხვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება ან სამართლის ფაკულტეტის III-IV კურსის სტუდენტი; ** იურიდიული დოკუმენტებისა და ხელშეკრულებების მომზადების საბაზისო ცოდნა; ** გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებისადმი ყურადღება; ** დამოუკიდებლად მუშაობისა და დავალებების დროულად შესრულების უნარი. უპირატესობად ჩაითვლება: ** იურიდიულ სფეროში სამუშაო გამოცდილება; ** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა; ** სპორტის სფეროსადმი ინტერესი. სამუშაო პირობები: ** ჰიბრიდული სამუშაო გრაფიკი — ოფისში დასწრება სავალდებულოა კვირაში მინიმუმ ორჯერ, წინასწარ შეთანხმებულ შეხვედრებზე. დანარჩენი სამუშაოს შესრულება შესაძლებელია დისტანციურად; ** ერთთვიანი ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადა; ** ანაზღაურების პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად, გასაუბრების საფუძველზე; ** პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობა; ** დინამიკურ და განვითარებად სპორტულ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება. საკონტაქტო ინფორმაცია: დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გამოგზავნონ CV შემდეგ ელფოსტაზე: info@gamafc.ge და თემის ველში მიუთითეთ: "იურისტის თანაშემწე". საკონტაქტო პირი: გიორგი ტელეფონი: +995 571 08 88 34
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
საპორტო ოპერაციების თანაშემწე
MSC Georgia
უმცროსი იურისტი
პრობლემური აქტივების სააგენტო
