მცირე მეწარმეობის სფეროს ექსპერტი/ექსპერტთა ჯგუფის შერჩევა
- განთავსდა
- 22 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 2 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 7 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
SOS ბავშვთა სოფელი
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 1
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
მცირე მეწარმეობის სფეროს ექსპერტის ან ექსპერტთა ჯგუფის შესარჩევად ასოციაცია "საქართველოს ესოეს ბავშვთა სოფელი" პროექტის "VIBES II: ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" (შემდეგში "პროექტი") ფარგლებში იწვევს მცირე მეწარმეობის სფეროს ექსპერტს ან ექსპერტთა ჯგუფს ღია სატენდერო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ: SOS Children`s Villages Inetrnational წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 118 ქვეყანაში ჰყავს წევრი ორგანიზაცია ეროვნული ასოციაციების სახით. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებისა და პრინციპების შესაბამისად და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში. ინფორმაცია პროექტის შესახებ: ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი", ესოეს ბავშვთა სოფლების გლობალური ქსელის (გერმანიაში რეგისტრირებული ასოციაცია) მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს "VIBES II: ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა". პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივ შრომის ბაზარზე სამიზნე ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას და მათ დასაქმებასა და თვითდასაქმებაში (მცირე მეწარმეობა) დახმარებას. მომსახურების მიზანი - მცირე მეწარმეობის საბაზისო სატრენინგო მოდულის შემუშავება: მომსახურების მიზანია სატრენინგო პროგრამა "Next Economy"-სთვის (შემდგომში — "სატრენინგო პროგრამა"), რომელიც მოიცავს სამ მოდულს: ცხოვრებისეული უნარები, დასაქმების უნარები და ქოუჩინგი (დასაქმება), შემუშავდეს მცირე მეწარმეობის დამატებითი საბაზისო სატრენინგო მოდული. მოდული დაეფუძნება ხუთ ძირითად თემატურ მიმართულებას და მორგებული იქნება პროექტის სამიზნე ჯგუფის იმ მოწყვლადი ახალგაზრდების საჭიროებებზე, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მცირე სამეწარმეო საქმიანობის დაწყებითა და განვითარებით. ექსპერტის ან ექსპერტთა ჯგუფის მიერ შესასრულებელი სამუშაოები: ეტაპი I — მცირე მეწარმეობის საბაზისო სატრენინგო მოდულის სტრუქტურის შემუშავება სამიზნე ჯგუფის საჭიროებების გათვალისწინებით: ** პროექტის ფარგლებში შექმნილ ინტერდისციპლინურ სამუშაო ჯგუფთან არსებული საჭიროებათა ანალიზის შედეგების გაცნობა და განხილვა. ** ინკლუზიური განათლების ექსპერტთან მჭიდრო თანამშრომლობა მცირე მეწარმეობის სატრენინგო მოდულის სამიზნე ჯგუფის საჭიროებებზე მორგებული და ადაპტირებული ვერსიის შემუშავების მიზნით. ** მიღებული ინფორმაციისა და უკუკავშირის საფუძველზე მცირე მეწარმეობის საბაზისო სატრენინგო მოდულის (მინიმუმ ხუთი - მაქსიმუმ შვიდი ძირითადი თემა) სტრუქტურის შემუშავება. ** შემუშავებული სტრუქტურის წარდგენა ინტერდისციპლინური სამუშაო ჯგუფისთვის და მიღებული უკუკავშირის გათვალისწინება. ეტაპი II — საქართველოს ეკონომიკური კონტექსტისა და სამიზნე ჯგუფის საჭიროებების გათვალისწინებით სატრენინგო მოდულის შემუშავება: ** ინტერდისციპლინურ სამუშაო ჯგუფთან თანამშრომლობით შემუშავებული მოდულის სამუშაო ვერსიის განხილვა და საჭიროებისამებრ კორექტირება სამიზნე ჯგუფის სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით. ** მცირე მეწარმეობის საბაზისო სატრენინგო მოდულის დასრულებული ვერსიის მომზადება და წარდგენა. ეტაპი III — სატრენინგო მოდულის შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება: შემუშავებული სატრენინგო მოდულის შესაბამისი შეფასების ინსტრუმენტების მომზადება სამიზნე ჯგუფის სპეციფიკისა და საჭიროებების გათვალისწინებით. ეტაპი IV — პროექტის დასაქმების სპეციალისტების გადამზადება: ** პროექტის დასაქმების სპეციალისტისთვის სატრენინგო მოდულის გამოყენების მიზნით მინიმუმ ერთდღიანი გადამზადების კურსის მომზადება და ჩატარება. ** გადამზადების უზრუნველყოფა პირისპირ და/ან ონლაინ ფორმატში, შეთანხმებული საჭიროებებისა და სამუშაო გეგმის შესაბამისად. ეტაპი V — თანამშრომლობა სატრენინგო პროგრამისა და საგანმანათლებლო რესურსების რედაქტირებისა და ადაპტირების პროცესში: ** საჭიროების შემთხვევაში, სატრენინგო პროგრამის ტექსტის რედაქტირების პროცესში თანამშრომლობა შესაბამის რედაქტორთან, მათ შორის, პროგრამის კონტექსტისა და შინაარსის შესახებ დამატებითი განმარტებების მიწოდება. ** საჭიროების შემთხვევაში, სხვა ექსპერტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობა სამიზნე ჯგუფის საჭიროებებზე მორგებული და ადაპტირებული საგანმანათლებლო რესურსების მომზადების პროცესში. შენიშვნა: საექსპერტო მომსახურება ჯამში განისაზღვრება მაქსიმუმ 15 სამუშაო დღით. მოსალოდნელი შედეგები: მომსახურების დასრულების შედეგად უზრუნველყოფილი უნდა იყოს: ** მცირე მეწარმეობის საბაზისო სატრენინგო მოდულის სტრუქტურის შემუშავება და შეთანხმება; ** საქართველოს ეკონომიკური კონტექსტისა და სამიზნე ჯგუფის საჭიროებებზე მორგებული სატრენინგო მოდულის (მინიმუმ ხუთი - მაქსიმუმ შვიდი ძირითადი თემა) დასრულებული ვერსიის მომზადება; ** სატრენინგო მოდულის შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება; ** პროექტის დასაქმების სპეციალისტის გადამზადება შექმნილი მოდულის გამოყენების მიზნით; ** სატრენინგო პროგრამისა და ადაპტირებული საგანმანათლებლო რესურსების მომზადების პროცესში შესაბამის სპეციალისტებთან (რედაქტორი, ინკლუზიური განათლების ექსპერტი) თანამშრომლობა. ** შესასრულებელი სამუშაოს პერიოდი და სამუშაო დატვირთვა: ** შერჩეული ფიზიკური ან იურიდიული პირი მიერ სამუშაოთა შესრულების ვადებია 2026 წლის ნოემბერი - 2027 წლის იანვარი. ტენდერში მონაწილეობის სავალდებულო მოთხოვნა: ** ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს მცირე მეწარმეობის სფეროში საგანმანათლებლო რესურსების შექმნის ექსპერტული (სასურველია მოწყვლადი ახალგაზრდების სპეციფიკის გათვალისწინებით) გამოცდილება; ** სატენდერო განაცხადში წარმოდგენილ ექსპერტს ან/და ექსპერტთა ჯგუფს, ვისაც აქვს შესაბამისი აკადემიური ხარისხი ან სერთიფიკატი). ტექნიკური განაცხადი: დაინტერესებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე: ფიზიკური პირების შემთხვევაში: ** წამყვანი ექსპერტის და მისი ექსპერტთა ჯგუფის წევრების რეზიუმე (CV); ** შესასრულებელი სამუშაოთა მოკლე აღწერა და განრიგი; ** ხარჯთაღრიცხვა - სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული მომსახურების ფასი, რომელიც მოიცავს როგორც ერთდღიან საექსპერტო ჰონორარს, ასევე თითოეული ეტაპისთვის განსაზღვრული დღეების რაოდენობისა (მაქსიმუმ 15 სამუშაო დღე) და შესაბამისი დღიური ჰონორარის მიხედვით გაანგარიშებულ ჯამურ ღირებულებას. ** ფასის განაცხადი სამუშაოთა აღწერილობის ეტაპების შესაბამისად, რომელიც უნდა მოიცავს, როგორც ერთი დღის საექსპერტო ჰონორარს, ასევე, ჯამურს ფასს დღეების შესაბამისად; ** 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია. იურიდიული პირის შემთხვევაში: ** ტენდე
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
პრობლემური სესხების მართვის ჯგუფის ექსპერტი
ლაზიკა კაპიტალი
