როგორ მივმართო
- გამოცდილება
- გამოცდილების გარეშე
- განთავსდა
- 5 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 5 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 10 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ტელექსი
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 1 · საიდენტიფიკაციო კოდი: 404974863
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
თუ გამოირჩევი ადამიანებთან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის უნარით, ხარ მოტივირებული, პასუხისმგებლიანი და ეძებ სამუშაო გარემოს, სადაც შეძლებ, როგორც პროფესიულ განვითარებას, ისე სწავლასთან შეთავსებას, ეს შესაძლებლობა სწორედ შენთვისაა! გამოცდილება სავალდებულო არ არის, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოტივაცია, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაციის უნარი, ახალი ცოდნისა და გამოცდილებების მიღების სურვილი. ჩვენს შესახებ: " ტელექსი " წიგნების ონლაინ მაღაზიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან წარმატებით ოპერირებს. ჩვენი მთავარი მიზანია ქართული და მსოფლიო ლიტერატურის პოპულარიზაცია, წიგნიერების ხელშეწყობა და მკითხველისთვის ხარისხიანი მომსახურების შეთავაზება. ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და კომუნიკაბელურ ადამიანს სატელეფონო გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაციის განხორციელება; ** მომხმარებლის საჭიროებებისა და ინტერესების სწორად იდენტიფიცირება; ** მომხმარებლისთვის ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება; ** შეკვეთის გაფორმება და შესაბამის სისტემაში მათი აღრიცხვა; ** ინდივიდუალური ყოველთვიური გაყიდვების გეგმის შესრულება; ** მომხმარებელთან გრძელვადიანი და პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გამართული მეტყველება ქართულ ენაზე; ** აზრის მკაფიოდ და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი; ** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ადამიანებთან კომუნიკაციის სურვილი და უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** წინასწარ პროფესიულ ტრენინგს და სამუშაოსთვის სრულფასოვან მომზადებას; ** პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას; ** მეგობრულ და გუნდურ სამუშაო გარემოს; ** ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსი; ** მოქნილ სამუშაო გრაფიკს. სამუშაო პირობები და ანაზღაურება: ** შესაძლებელია, როგორც სრული, ასევე სხვადასხვა ტიპის არასრული სამუშაო გრაფიკი; ** ანაზღაურება შეადგენს 530-დან 1200 ლარამდე , სამუშაო გრაფიკისა და დატვირთვის შესაბამისად + ბონუსი; ** სამუშაო ადგილი — თბილისი, საბურთალო, ალ. ყაზბეგის 25; ** შერჩევის პროცესი მოიცავს 1 გასაუბრებას. დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@zevi.store . მადლობა დაინტერესებისთვის, ტელექსის გუნდი გისურვებთ წარმატებებს!
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
გაყიდვების ოპერატორი - დეკრეტის შემცვლელი
საქართველოს ფოსტა
გაყიდვების ოპერატორი
საქართველოს ფოსტა
გაყიდვების ოპერატორი
საქართველოს ფოსტა
