ასისტენტ აუდიტორი
როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- სტაჟირება
- განთავსდა
- 7 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 7 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 12 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
MOORE
ღია ვაკანსია: 5
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network Limited- ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია Moore Abc , რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში, რომელსაც მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება, აცხადებს ვაკანსიას ასისტენტ აუდიტორის პოზიციაზე. აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network LImited- - წარმოდგენილია 116 ქვეყანაში 600-ზე მეტი ოფისით და 37, 000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური შემოსავალი შეადგენს 5.1 მილიარდი აშშ დოლარს (www.moore-global.com). ჩვენ გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** Fitpas; ** მზარდი ანაზღაურება; ** უწყვეტი პროფესიონალური ტრენინგები; ** ჰიბრიდული სამუშაო განაკვეთი; ** პიროვნული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა; ** მეგობრული სამუშაო გარემო, სადაც გუნდური მუშაობა და იდეების გაზიარება არის წახალისებული; ** ახლო სამუშაო კონტაქტი კლიენტებთან და საერთაშორისო პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა კარიერის ადრეული პერიოდიდან; ** მხარდაჭერა, მიიღოთ საერთაშორისოდ აღიარებული ACCA ან სხვა მსგავსი კვალიფიკაცია; ** ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე საინტერესო ინიციატივებში მონაწილეობას. ძირითადი მოვალეობები: ** საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით აუდიტის ჩატარება; ** აუდიტის გეგმით განსაზღვრული დავალებების შესრულება; ** აუდიტთან დაკავშირებული სამუშაო დოკუმენტების შექმნა და შენახვა; ** განსაზღვრული დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება; ** სტაჟიორებისათვის დავალებების დელეგირება და შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობა, კონსულტირება და ინსტრუქტაჟი. მათი დახმარება სამუშაოს მიზნების, არსისა და დოკუმენტების გარკვევაში; ** აუდიტის ჯგუფის წევრებისა და აუდიტის მენეჯერისათვის აუდიტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება. ძირითადი მოთხოვნები: ** დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით) ** ქართული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა; ** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook); ** ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის საფუძვლების ცოდნა. პიროვნული თვისებები: ** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** სწრაფად ათვისების უნარი; ** ინტერესი ბუღალტერიის/ფინანსების/აუდიტის სფეროში; ** ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@moore.ge და მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "აუდიტორის ასისტენტი".
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
აუდიტის ასისტენტი
შპს იუ ეიჩ უაი საქართველო
RB ბანკირის ასისტენტი
თიბისი
დოკუმენტაციის ასისტენტი
MSC Georgia

