როგორ მივმართო
- გამოცდილება
- 2 წელი
- განთავსდა
- 5 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 5 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 10 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
სავაჭრო-სადისტრიბუციო კომპანია
ღია ვაკანსია: 1
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
10+ წლის სავაჭრო-სადისტრიბუციო კომპანია (B2B და B2C, საკუთარი საწყობი და მიწოდების სისტემა) ეძებს გამოცდილ ბუღალტერს , რომელიც დამოუკიდებლად უზრუნველყოფს აღრიცხვის სისწორეს, საგადასახადო და ფინანსურ ანგარიშგებას. პოზიციის არსი: პირველად დოკუმენტაციას (ზედნადებები, ინვოისები) გაყიდვების გუნდი ქმნის. ბუღალტრის ფოკუსია აღრიცხვის სიზუსტე, კონტროლი, საგადასახადო ანგარიშგება და ხელმძღვანელობისთვის ფინანსური ანგარიშგების მომზადება. ყოველდღიური საქმიანობა: ** საბანკო ტრანზაქციების (გადახდის დავალებების) შექმნა და კონტროლი; ** საბანკო ოპერაციების გატარება და ფინანსური ნაშთების კონტროლი; ** ბუღალტრული გატარებების სისწორის კონტროლი. პერიოდული მოვალეობები: ** ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების (დღგ, საშემოსავლო, საპენსიო და ა.შ) მომზადება და დროული წარდგენა; ** RS.ge-ზე ანგარიშ-ფაქტურების, შეტყობინებების და სხვა შესაბამის მოდულებთან მუშაობა; ** მომწოდებლებთან და მყიდველებთან შედარების აქტები, დებიტორ-კრედიტორების კონტროლი; ** თვითღირებულებების მართვა; ნულოვანი სასაქონლოების მართვა და თვის დახურვა; ** ფინანსური ანგარიშგების მომზადება: მოგება-ზარალი, ბალანსი, ფულადი ნაკადები (cashflow); ** სტატისტიკური და წლიური ანგარიშგება, მონაწილეობა აუდიტში. მოთხოვნები: ** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება, საიდანაც მინიმუმ 2 წელი უფროს ან მთავარ ბუღალტრად, სრული ციკლის დამოუკიდებლად წარმოებით; ** ფინანსური ანგარიშგებების (P&L, ბალანსი, Cashflow) მომზადების პრაქტიკული გამოცდილება, სავალდებულო; ** დეკლარაციების დამოუკიდებლად მომზადებისა და წარდგენის გამოცდილება; ** RS.ge-ზე ღრმა პრაქტიკა, საგადასახადო კოდექსის კარგი ცოდნა; ** Excel მაღალ დონეზე (VLOOKUP/XLOOKUP, კრებსითი ცხრილები); ** FINA-ს ცოდნა უპირატესობაა. პირობები: ** ანაზღაურება: 2, 600-3, 000 ₾ ხელზე, კვალიფიკაციისა და პრაქტიკული გამოცდის შედეგის მიხედვით; ** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი; ** გამოსაცდელი ვადა 2/3 თვე, ოფისიდან (ნაძალადევი); ** გამოსაცდელი ვადის შემდეგ კვირაში 2 დღე დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა. სამუშაო საათებში სრული ხელმისაწვდომობა სავალდებულოა. CV გამოგზავნეთ: hr.cons.2026@gmail.com სათაურში მიუთითეთ - "CA-2026".
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
უფროსი ბუღალტერი
აიდიეს ბორჯომი თბილისი
თბილისი
ბუღალტერი / უფროსი ბუღალტრის თანაშემწე
ფიენ ჯითენ
თბილისი, ვაკე, ი.ჭავჭავაძის გამზ.
უფროსი ბუღალტერი
აი დი ეს ბორჯომი თბილისი
