როგორ მივმართო
- განთავსდა
- 22 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 22 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 27 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
თბილღვინო
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 6 · საიდენტიფიკაციო კოდი: 209437242
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
"თბილღვინო" ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში. კომპანიის ისტორია 1962 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე. კომპანია დღეის მდგომარეობით 170-მდე მუდმივ თანამშრომელს ასაქმებს. ფლობს ორ თანამედროვე წარმოებას თბილისსა და ყვარელში, 402 ჰექტრამდე ვენახებს კახეთის რეგიონში. "თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე. ძირითადი ამოცანები: ** ყოველდღიურად მიღებული შეკვეთების შესაბამისად განსაზღვრული პროდუქციის მითვლა და დატვირთვა; ** დღის მანძილზე მარშრუტით განსაზღვრული შეკვეთების ობიექტზე უსაფრთხოდ, დაუზიანებლად ტრანსპორტირება; ** მიტანილი პროდუქციის ობიექტისთვის მითვლა და სისწორის დადასტურება; ** ობიექტებიდან დაბრუნებული პროდუქციის ადგილზე მითვლა და საწყობში ტრანსპორტირების უზრუნველყოფა; ** ავტომანქანის სისუფთავის და ტექნიკური გამართულობის მუდმივ რეჟიმში კონტროლი; ** მოძრაობის და უსაფრთხოების წესების დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ავტომობილის მართვის მოწმობის B კატეგორია; ** მოძრაობის წესების სრულყოფილი ცოდნა; ** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა. სამუშაო პირობები: ** ანაზღაურება: 1, 800 ლარი (NET); ** კომპანია უზრუნველყოფს და ფარავს ჯანმრთელობის დაზღვევას; ** სამუშაო ადგილი: დავით სარაჯიშვილის #2, თბილისი; ** სამუშაო საათები: 09:00-18:00; ** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე: 595 895 418 ან გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: join@tbilvino.ge ინფორმაციის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
დისტრიბუტორი
ყავის კომპანია
≈ 1600 ₾
დისტრიბუტორი
მეფუტკრე
≈ 1200 ₾
დისტრიბუტორ-ოპერატორი
ბარისტო
თბილისი · ≈ 2000 ₾
