პროდუქტის მფლობელი
- გამოცდილება
- დამწყები
- განთავსდა
- 22 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 22 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 27 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
BUYAUTOSELL
ღია ვაკანსია: 1
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
" BUYAUTOSELL " (buyautosell.com) არის გლობალური ავტომობილების მარკეტპლეისი, რომელიც აერთიანებს მყიდველებს, გამყიდველებს, დილერებს, ლოჯისტიკურ კომპანიებსა და ინვესტორებს ერთ პლატფორმაზე. პლატფორმა უკვე მუშაობს ოთხ ენაზე (ქართული, ინგლისური, რუსული, ჩინური) და მოიცავს: ** განცხადებების მარკეტპლეისს ვერიფიცირებული დილერებით ** დილერის CRM-ს, ლიდებისა და გაყიდვების მართვას ** ლოჯისტიკის, განბაჟებისა და ტრანსპორტირების სრულ ციკლს ** ფინანსების, ფაქტორინგისა და ესკროუ გარიგებების ინსტრუმენტებს ** BASI-ს — ჩვენს საკუთარ AI ასისტენტს (ჩატი, ხმოვანი რეჟიმი, ბაზრის კვლევა) ** ვებ-აპლიკაციას (PWA) და Android აპლიკაციას ჩვენ ვაშენებთ პროდუქტს, რომელიც ავტომობილის ყიდვა-გაყიდვის მთელ გზას, ძებნიდან გარიგების დასრულებამდე, ერთ სივრცეში აერთიანებს. რას გააკეთებ: ** პროდუქტის roadmap-ის ფორმირება და პრიორიტეტების განსაზღვრა ბიზნეს-მიზნებიდან გამომდინარე ** მომხმარებლების (მყიდველები, დილერები, ლოჯისტები, ინვესტორები) საჭიროებების კვლევა და მათი გამოცდილების გაუმჯობესება ** ახალი ფუნქციების აღწერა: მოთხოვნები, user story-ები, მიღების კრიტერიუმები ** განვითარების გუნდთან ყოველდღიური მუშაობა: backlog-ის მართვა, სპრინტების დაგეგმვა, დედლაინების კონტროლი ** პროდუქტის მეტრიკების განსაზღვრა და მონიტორინგი (აქტივაცია, კონვერსია, retention) ** AI ფუნქციების (BASI) განვითარების მიმართულების ჩამოყალიბება ** კონკურენტებისა და ბაზრის ტენდენციების ანალიზი ვის ვეძებთ: ** 2+ წლის გამოცდილება პროდუქტ ოუნერის ან პროდუქტ მენეჯერის პოზიციაზე ** ციფრული პროდუქტის სრულ ციკლზე (იდეიდან გაშვებამდე) მუშაობის გამოცდილება ** backlog-ის მართვისა და რეპორტინგის გამოცდილება ** ანალიტიკური აზროვნება: გადაწყვეტილებების მიღება მონაცემებზე დაყრდნობით ** ქართული და ინგლისური ენების თავისუფალი ცოდნა ** ტექნიკურ გუნდთან კომუნიკაციის უნარი შენი უპირატესობა იქნება: ** მარკეტპლეისის ან e-commerce პროდუქტზე მუშაობის გამოცდილება ** AI ფუნქციების პროდუქტში ჩაშენების გამოცდილება ** ავტოინდუსტრიის ან ლოჯისტიკის სფეროს ცოდნა რას გთავაზობთ: ** რეალურ გლობალურ პროდუქტზე მუშაობას ** პირდაპირ გავლენას პროდუქტის მიმართულებების განსაზღვრასა და პროდუქტის განვითარებაზე ** თანამედროვე ტექნოლოგიურ სტეკს და AI-ზე აგებულ პროდუქტს ** მოქნილ სამუშაო გრაფიკს ** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (განიხილება ინდივიდუალურად, გამოცდილებიდან გამომდინარე) როგორ მოგვმართო განაცხადის გასაკეთებლად, გადადით საიტზე: https://shorturl.at/WUuHR
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
პროდუქტის მფლობელი
Gulf Georgia
პროდუქტის მფლობელი
scapp
პროდუქტის მფლობელი
არდი დაზღვევა