როგორ მივმართო
- განთავსდა
- 15 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 15 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 20 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
Entrée
ღია ვაკანსია: 7
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
საცხობების ქსელი " ანტრე" , რომელიც დღეისათვის თბილისში, ლონდონში და ბაქოში 30 კაფეტერიას აერთიანებს ახალი ტიპის ექსკლუზიურ რესტორანს ხსნის - სოლოლაკში "ანტრე" აცხადებს ვაკანსიას ექსკლუზიური რესტორნის ჰოსთესის პოზიციაზე საწყისი ანაზღაურება: 1500 ლარი განაკვეთი: 8 საათი დღეში, 5 სამუშაო დღე კვირაში ძირითადი მოვალეობები: სტუმრების მიღება და განთავსება ** სტუმრების თბილად და თავაზიანად მისალმება შესვლისთანავე ** მაგიდების განაწილება/ჯავშნების მართვა ** ლოდინის სიის მართვა საჭიროებისამებრ და სტუმრებისთვის სავარაუდო დროის შეტყობინება ** სტუმრების მაგიდამდე გაცილება და მენიუს გადაცემა ჯავშნების კოორდინაცია ** სატელეფონო და ონლაინ ჯავშნების მიღება და ორგანიზება ** დარბაზის განლაგების ცოდნა და მაგიდების ეფექტური განაწილება (ტევადობის, ჯგუფის ზომის მიხედვით) ** სპეციალური მოთხოვნების აღრიცხვა (ალერგია, საზეიმო ღონისძიება, ინვალიდის ეტლით მოსარგებლე სტუმრები და ა.შ.) კომუნიკაცია გუნდთან ** სერვისის გუნდთან კოორდინაცია მაგიდის დატვირთვის თანაბრად გასანაწილებლად ** სამზარეულოსა და მენეჯმენტთან კავშირი დატვირთვის პიკის დროს სტუმრის გამომშვიდობება ** გასვლისას მადლობის გადახდა და კვლავ მობრძანების მოწვევა ** უკუკავშირის მიღება საჭიროებისამებრ ადმინისტრაციული ფუნქციები: სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, კითხვებზე პასუხი (სამუშაო საათები, მენიუ, ლოკაცია) დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: ** CV; ** 3x4 ფოტოსურათი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@entree.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
თბილისი · ≈ 1500 ₾
რესტორნის პრომოუტერი
Grape Wine And Kitchen
თბილისი
რესტორნის პრომოუტერი
Grape Wine and Kitchen