როგორ მივმართო
- განთავსდა
- 7 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 7 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 12 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
Digital TV
ღია ვაკანსია: 2
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
" DIGITAL TV " აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე თბილისში. "DIGITAL TV" არის ციფრული მაუწყებლობის ოპერატორი, რომელიც რეიტინგულ სატელევიზიო არხებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მაღალი ხარისხით ავრცელებს. ფუნქცია-მოვალეობები: ** სერვის ცენტრის ოფისში მომხმარებელთა მომსახურება, შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება, სალარო ოპერაციების განხორციელება ** საჭიროების შემთხვევაში საბილინგე პროგრამაში აბონენტების რეგისტრაცია ** ნაშთების კონტროლი, აბონენტებთან საკურიერო გზავნილების დაგეგმვა/ორგანიზება/კონტროლი, პროგრამულად ფოსტის პორტალზე ასახვა ** არსებული და პოტენციური მომხმარებლების ინფორმირება სერვისების შესახებ ** მომხმარებლების საჭიროების დადგენა/დაზუსტება და შესაძლებლობის ფარგლებში მათი დახმარება საკვალიფიკაციო მოთხოვნა: ** სასურველია უმაღლესი განათლება ** საოფისე პროგრამების ცოდნა სამუშაო გამოცდილება: სასურველია ჰქონდეს გამოცდილება მომსახურების სფეროში ან/და მომხმარებელთან კომუნიკაციის მიმართულებით ბოლო 1 წლის განმავლობაში უცხო ენების ცოდნა: სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე უნარ-ჩვევები: ** გამართული მეტყველების უნარი ** კომუნიკაციის უნარი ** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 18:00; შაბათი: 10:00 - 15:00 ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარი განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 06 ნოემბერი დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@digitaltv.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მოლარე ოპერატორი". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
მოლარე-ოპერატორი
ოიში სუში
≈ 1300–1500 ₾
≈ 1200–1500 ₾
