- განთავსდა
- 8 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 6 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 10 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი
ღია ვაკანსია: 2
ახალ ვაკანსიაზე შეტყობინება მოგივა Telegram-ში, ან ელფოსტაზე, თუ ელფოსტით შეტყობინებები გათიშული არ გაქვს.
აღწერა
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომელი - მტვირთავის პოზიციაზე. სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” ( www.gpih.ge ) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის ( www.vig.com ) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს. პასუხისმგებლობები: ოფისებში და საწყობში ინვენტარის გადაადგილება-დალაგება, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ჩატვირთვა/გადმოტვირთვა და განთავსება მენეჯერის დავალების შესაბამისად; შესყიდული პროდუქციის მიღება, დოკუმენტის მიხედვით მითვლა და საწყობში დალაგება სახეობების მიხედვით, მარაგში არსებული ნაშთების პერიოდული გადათვლა და სამეურნეო სამსახურის მენეჯერისთვის წარდგენა; მოთხოვნის შესაბამისად საოფისე ინვენტარის, კომპიუტერული ტექნიკის, საკანცელარიო საგნებისა და ჰიგიენური საშუალებების საწყობიდან ოფისებში გადატანა (დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების წარმოება) და ჩაბარება მიმღებზე; გენერატორებში საწვავის ავზის შევსება საწვავით; სასმელი წყლის დისპანსერების მომსახურება, წყლის ბალონების ჩანაცვლება; ოფისებში სხვდასხვა მცირე დაზიანებების აღმოფხვრა: სავარძლის დაზიანებული დეტალის შეცვლა, ავეჯის დაზიანებული ფურნიტურის შეცვლა, ნათურის გამოცვლა, ონკანის კარტრიჯის შეცვლა, (ელექტრო და მექანიკური ხელსაწყოების მოხმარება როგორიცაა: ბურღი; კუთხსახეხი; სახრახნისი, ქანჩის გასაღები და ა.შ.); უსაფრთხოების ნორმების დაცვა; ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება დაკავებული თანამდებობის მიზნების შესაბამისად. მოთხოვნები: უპირატესობად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა; ორგანიზებულობა; პუნქტუალურობა; გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/3j2ke1hc კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
საწყობის თანამშრომელი-მტვირთავი
ჯიპიაი ჰოლდინგი
