როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- სრული განაკვეთი
- განთავსდა
- 16 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 16 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 20 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
Artizan Design Hotel
ღია ვაკანსია: 3
ახალ ვაკანსიაზე შეტყობინება მოგივა Telegram-ში, ან ელფოსტაზე, თუ ელფოსტით შეტყობინებები გათიშული არ გაქვს.
აღწერა
"Artizan Design Hotel" აცხადებს ვაკანსიას პროაქტიური გაყიდვების აღმასრულებლის თანამდებობაზე. ძირითადი მოვალეობები:
- ახალი ბიზნესის განვითარება (Business Development):
- ** ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება და კონტაქტების დამყარება;
- ** კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების, ტურისტული სააგენტოების და პარტნიორების ბაზის შექმნა;
- ** პოტენციურ კლიენტებთან პროაქტიური კომუნიკაცია (ზარები, ელფოსტა, შეხვედრები);
- ** გაყიდვების ახალი შესაძლებლობების მუდმივი ძიება;
- ** სასტუმროს სერვისების აქტიური შეთავაზება სხვადასხვა სეგმენტისთვის.
- კორპორატიული გაყიდვები (Corporate Sales):
- ** კომპანიებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ხელშეკრულებების მოზიდვა;
- ** კორპორატიული ტარიფების შეთავაზება და მოლაპარაკება;
- ** ბიზნეს მოგზაურებისთვის სასტუმროს მომსახურების განვითარება;
- ** კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზება;
- ** კორპორატიული კლიენტების საჭიროებების ანალიზი.
- ტურისტული და ჯგუფური გაყიდვები:
- ** ტუროპერატორებთან და ტურისტულ სააგენტოებთან ურთიერთობის განვითარება;
- ** ჯგუფური ჯავშნების მოზიდვა;
- ** შეთავაზებების მომზადება ჯგუფებისთვის;
- ** ბაზარზე ახალი პარტნიორების მოძიება;
- ** საერთაშორისო ბაზრებზე გაყიდვების შესაძლებლობების განვითარება.
- MICE და ღონისძიებების გაყიდვები:
- ** შეხვედრების, კონფერენციების, კორპორატიული ღონისძიებების და სპეციალური ღონისძიებების გაყიდვა;
- ** ღონისძიების მოთხოვნების დამუშავება;
- ** კლიენტისთვის ინდივიდუალური შეთავაზებების მომზადება;
- ** სხვა დეპარტამენტებთან კოორდინაცია ღონისძიების წარმატებით განხორციელებისთვის.
- გაყიდვების პროცესის მართვა:
** გაყიდვების აქტივობების ყოველდღიური განახლება; ** ყოველკვირეული და ყოველთვიური გაყიდვების ანგარიშების მომზადება; ** გაყიდვების პროგნოზების (Sales Forecast) მომზადება; ** კონკურენტული სასტუმროების შეთავაზებების და ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი. მოთხოვნები კანდიდატის მიმართ: აუცილებელი: ** გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები; ** შედეგებზე ორიენტირებული მუშაობის უნარი; ** ახალი კლიენტების მოძიების გამოცდილება; ** ქართული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა. სასურველია: ** სასტუმროს გაყიდვების გამოცდილება; ** Booking.com, PMS შიდა სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; ** საერთაშორისო კლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება. პიროვნული თვისებები: ** პროაქტიული და ინიციატივიანი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ძლიერი კომუნიკატორი; ** მიზანმიმართული და გაყიდვებზე ორიენტირებული; ** კარგი პრეზენტაციის უნარი; ** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა. სამუშაო პირობები: ** სრული განაკვეთი; ** ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარი + ბონუს სისტემა გაყიდვების შედეგების მიხედვით; ** შესაძლებლობა პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდისთვის. სამუშაო პირობები: ** 40 საათიანი სამუშაო გრაფიკი 09:00 - 18:00; ** შესვენება — 1 საათი. დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@artizanhotels.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე 599 137727. გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება. თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება სასტუმრო არტიზან დიზაინ ჰოტელი. გაცნობებთ, რომ სასტუმრო "არტიზან დიზაინ ჰოტელ"-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად. განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში — სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
გაყიდვების აღმასრულებელი
Gudauri Lodge
ტერიტორიული გაყიდვების სპეციალისტი
Financial Chain Corporation
HoReCa-ს გაყიდვების აგენტი
Provider.ge
