ონლაინ გაყიდვების სპეციალისტი
როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- სტაჟირება
- განთავსდა
- 13 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 13 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 18 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
რონიკო
- საქმიანობა
- მედიცინა, სილამაზე და სპორტი
- დაარსდა
- 1996
ღია ვაკანსია: 1 · საიდენტიფიკაციო კოდი: 203836974
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
- კომპანია " რონიკო " აცხადებს ვაკანსიას ონლაინ გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე, რომელიც შემოგვიერთდება და აქტიურად ჩაერთვება ონლაინ მაღაზიის ყოველდღიურ მართვასა და განვითარებაში.
- ძირითადი მოვალეობები:
- ** პროდუქციის ვიზუალური მასალის მომზადება და დამუშავება;
- ** საიტზე ახალი პროდუქტების განთავსება და არსებული პროდუქციის ინფორმაციის განახლება;
- ** ონლაინ მომხმარებლებთან კომუნიკაცია და კონსულტაცია;
- ** მომხმარებლის საჭიროების სწორად განსაზღვრა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
- ** ონლაინ შეკვეთების მიღება/დამუშავება და კოორდინაცია.
- აუცილებელი უნარები:
- ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Excel, PowerPoint, Outlook);
- ** სასურველია, ვიზუალური მასალის შექმნის/დამუშავების პროგრამების ცოდნა (Canva, Adobe Photoshop);
- ** დროის სწორად მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ** უცხო ენების ფლობა (ინგლისური, რუსული);
- ** ონლაინ გაყიდვების ან ელექტრონული კომერციის (e-commerce) მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- ჩვენ გთავაზობთ:
- ** მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- ** მუშაობას განვითარებად და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაში;
- ** პროფესიულ ტრენინგს;
- ** განვითარებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- ** ანაზღაურებადი სწავლების და სტაჟირების პერიოდს;
- ** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაო პროცესს;
- ** Roniko-ს პროდუქციისა და ბრენდების შესახებ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-საათამდე, სრული განაკვეთი.
- თუ გიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია, ხარ ორგანიზებული, ყურადღებიანი დეტალების მიმართ, შემოუერთდი რონიკოს გუნდს.
- დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: HR@roniko.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ონლაინ გაყიდვების სპეციალისტი.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
ტერიტორიული გაყიდვების სპეციალისტი
Financial Chain Corporation
ონლაინ გაყიდვების კონსულტანტი
გრანდ ელექტრონიქსი