ფიზიკის მასწავლებელი
როგორ მივმართო
- განთავსდა
- 28 სექტემბერი 2026
- ბოლო ვადა
- 28 ოქტომბერი 2026 · დარჩენილია 2 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
სკოლა ალბიონი
ღია ვაკანსია: 1
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
შპს არასახელმწიფო საერო სკოლა "ალბიონი" აცხადებს კონკურსს ფიზიკის მასწავლებლის თანამდებობაზე. მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით); ბ) უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; გ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; დ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; ე) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ვ) უნდა იყოს სტატუსიანი. ზ) უნდა იყოს სქემაში ჩართული მინიმუმ უფროსი მასწავლებლის სტატუსით. კონკურსის ეტაპები: ა) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა; ბ) გასაუბრება; გ) კონკურსის შედეგების განსაზღვრა. კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- დიპლომის ასლი;
- ავტობიოგრაფია;
- CV;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ფოტოსურათი 3/4;
- განცხადება;
სავარაუდო ხელფასი - 1200 -1400 საათების რაოდენობა - 18 კლასები - VII, VIII, XII მისამართი: ქ. თბილისი, იოსებ და ლეონ ორბელების ქუჩა #64 სკოლის მეილი: school.albion@yahoo.com ტელ: 2 78 96 11
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
მუსიკის მასწავლებელი
მწვანე სკოლა
ინგლისური ენის მასწავლებელი
Arrow Club