პრისელერ-მერჩენდაიზერი
კომპანია
როგორ მივმართო
- განთავსდა
- 8 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 8 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 13 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
აღწერა
- კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრისელერ-მერჩენდაიზერის თანამდებობაზე.
- ძირითადი მოვალეობები
- ** პროდუქციის სახეობებისა და მახასიათებლების სრულფასოვანი ცოდნა;
- ** სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის წარმოჩენა მერჩენდაიზინგის სტანდარტების სრული დაცვით;
- ** ყოველდღიურად თაროზე/მაცივარში პროდუქციის განლაგების ფოტო დასურათება და ელექტრონული სახით გაზიარება. ფოტოს გადაღება დალაგების დაწყებამდე და დასრულების შემდეგ;
- ** სავაჭრო ობიექტზე ახალი მაცივრის აწყობა და პროდუქციის პლანოგრამის მიხედვით განლაგება;
- ** სავაჭრო ობიექტებზე არსებული მაცივრების კოდების და მეწარმის შესაბამისობის გადამოწმება;
- ** ობიექტებიდან საჭირო ინფორმაციის მიღება და ხელმძღვანელობისთვის დროული მიწოდება;
- ** წინასწარ განსაზღვრული მარშრუტების მიხედვით სავაჭრო ობიექტებთან ვიზიტი და შეკვეთის ფორმირება;
- ** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება, გადახდის პირობების ჩათვლით;
- ** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი და კონტროლი;
- ** დადგენილი ყოველთვიური გაყიდვების გეგმის შესრულება;
- ** ქსელში დატოვებული ვალების მუდმივი მონიტორინგი;
- ** სავაჭრო ობიექტებთან ნავაჭრი თანხის აღებისთვის სალარო აპარატის სწორად გამოყენების წესების დაცვა;
- ** ყოველდღიურად ამოღებული თანხების კომპანიის ანგარიშზე დროული განთავსება და რეპორტინგი;
- ** ინფორმაცია ქსელში მაცივრების განთავსების/წამოღების/შეკეთების/გაცვლის საჭიროების შესახებ;
- ** სავაჭრო ქსელში შეღწევადობის ზრდის, პოზიციების გაუმჯობესების, ბრენდის პოპულარიზაციის ღონისძიებების გატარება;
- ** სიახლეების, აქციებისა და სხვა აქტივობების შეთავაზება არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის;
- ** ახალი კლიენტების მოძიება, ასევე პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება;
- ** ყოველდღიურად ჩატარებული სამუშაოების შესახებ რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
- ** მიღებული დავალებების შესრულება დადგენილ ვადაში;
- ** კომპანიის საკუთრებაში არსებული ნივთების (მანქანა, სალარო აპარატი) მოვლა და სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება;
- ** დაკისრებული მოვალეობების და ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
- საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ** მაღალი პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა, დისციპლინა;
- ** შრომისმოყვარეობა, კეთილსინდისიერება;
- ** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ** ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
- ** გუნდური მუშაობის უნარი;
- ** მართვის მოწმობა - B მექანიკა
- ანაზღაურება: ფიქსირებული + გამომუშავება
- დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: ccguria2@gmail.com და გთხოვთ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (პრესელ-მერჩენდაიზერი)
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
პრისელერ/მერჩენდაიზერი
G&A Group
≈ 800 ₾
პრისელერ/მერჩენდაიზერი
G&A Group
≈ 800 ₾
მერჩენდაიზერ-პრისეილერი
ბიდი კომპანი (Ferrero)
თბილისი