დამხმარე ბუღალტერი
როგორ მივმართო
- განთავსდა
- 29 სექტემბერი 2026
- ბოლო ვადა
- 29 ოქტომბერი 2026 · დარჩენილია 3 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
Greenwood Hotel
ღია ვაკანსია: 1
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
" Greenwood Hotel & Spa " — 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ბათუმში, მწვანე კონცხზე, ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან ახლოს. სასტუმრო აერთიანებს კომფორტულ გარემოს, მაღალი ხარისხის მომსახურებას, რესტორანსა და სპა-ველნეს სერვისებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს: ** https://greenwood.ge/ ** https://www.booking.com/hotel/ge/greenwood-batumi1.html ** https://ge.linkedin.com/company/greenwood-hotel-spa ** https://www.facebook.com/greenwoodhotelbatumi/?locale=ka_GE ** https://www.instagram.com/greenwood_hotel_batumi კომპანია აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი - სრული სამუშაო ადგილი - ქ. ბათუმი , ბოტანიკური ბაღი, ბაღის I შესახვევი, N 3. უშუალო ხელმძღვანელი- მთავარი ბუღალტერი ფუნქცია-მოვალეობები: ** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და ა.შ.) შენახვა, აღრიცხვა, დაარქივება; საგადასახადო მიწოდების და კორექტირების ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა/მიღება; ** RS.ge-ზე მონაცემების შედარება საოპერაციო და ბუღალტრულ პროგრამებთან; ** ბუღალტრული ჩანაწერების შედარება; ** მარაგების ჩამოწერა და მარაგების სისწორის კონტროლი; ** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება. მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება, ეკონომიკის, ფინანსების მიმართულებით; ** MS Office-ის პრაქტიკული ცოდნა; ** Fina ბუღალტრული პროგრამის ცოდნა (სასურველია); ** RS.ge-ზე მუშაობის გამოცდილება; ** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა. შერჩევის ეტაპები: ** 1. განაცხადების გადარჩევა ** 2. გასაუბრება დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@greenwood.ge გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დამხმარე ბუღალტერი". "თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება შპს "გრინვუდ ჰოტელ". გაცნობებთ, რომ შპს "გრინვუდ ჰოტელ"-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად. განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით." გისურვებთ წარმატებას!
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
დამხმარე ბუღალტერი
რესტორანი 2 ტონა
≈ 1800 ₾
მთავარი ბუღალტერი
ჩერნოვეცკის ფონდი
≈ 6000 ₾
ბუღალტერი
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი