ბიბლიოთეკარი
როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- არასრული განაკვეთი
- განთავსდა
- 13 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 13 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 18 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
თანამედროვე განათლების აკადემია
ღია ვაკანსია: 4
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
შპს "თანამედროვე განათლების აკადემია - სკოლა და ბაღი" აცხადებს ვაკანსიას ბიბლიოთეკარის პოზიციაზე. მისამართი: თბილისი, ლევან მიქელაძის ქ.N4. სამუშაო პირობები: ** ნახევარი განაკვეთი; ** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე. ძირითადი მოვალეობები: ** სკოლის ბიბლიოთეკის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და მართვა; ** წიგნადი ფონდის მოწესრიგება, აღრიცხვა, კატალოგიზაცია და განახლება; ** მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის საჭირო ლიტერატურის მოძიებასა და შერჩევაში დახმარება; ** წიგნების გაცემა-დაბრუნების პროცესის ორგანიზება და კონტროლი; ** ბიბლიოთეკაში მოწესრიგებული, უსაფრთხო და სასწავლო პროცესზე მორგებული გარემოს უზრუნველყოფა; ** მოსწავლეებში კითხვის კულტურის, წიგნიერებისა და წიგნებისადმი ინტერესის განვითარების ხელშეწყობა; ** მოსწავლეებისთვის ასაკისა და ინტერესების შესაბამისი ლიტერატურის შერჩევა და რეკომენდაციების შეთავაზება; ** კითხვის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა აქტივობის, თემატური შეხვედრისა და საგანმანათლებლო ღონისძიების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ** მასწავლებლებთან თანამშრომლობა სასწავლო პროცესის მხარდასაჭერად და შესაბამისი რესურსების მოსამზადებლად; ** ინგლისურენოვანი წიგნებისა და საგანმანათლებლო რესურსების მოწესრიგება და მათი გამოყენების ხელშეწყობა; ** ბიბლიოთეკის რესურსების ეფექტიანი გამოყენებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ** ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრული, პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება. ძირითადი მოთხოვნები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა; ** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი; ** ბავშვებთან და მოზარდებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** წიგნებისა და კითხვის კულტურის პოპულარიზაციის ინტერესი; ** ინგლისური ენის ცოდნა. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@cea.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ: "ვაკანსია - ბიბლიოთეკარი". გისურვებთ წარმატებას! ვაკანსიის ფარგლებში რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარმოდგენით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ შერჩევის პროცესის ფარგლებში დაწესებულებამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
ბიბლიოთეკის ელ. რესურსების განყოფილების უფროსი სპეციალისტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
≈ 1130 ₾