როგორ მივმართო
- განთავსდა
- 6 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 6 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 11 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ფიტნეს დარბაზი
ღია ვაკანსია: 1
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
ქალაქ რუსთავში იხსნება ახალი, თანამედროვე ფიტნეს დარბაზი . ვეძებთ გამოცდილ რეკრუტერს კონკრეტული დავალების შესასრულებლად: დარბაზის გასახსნელად და ოპერირებისთვის საჭირო სრული გუნდის მოძიება და შერჩევა. მნიშვნელოვანი პირობა: ვინაიდან ობიექტი მდებარეობს რუსთავში, კადრები სრულად უნდა შეირჩეს ადგილობრივად. შესაბამისად, რეკრუტერს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რუსთავის შრომით ბაზარზე მუშაობის გამოცდილება და/ან წვდომა ადგილობრივ საკადრო რესურსებთან. მდებარეობა: რუსთავი ანაზღაურება: შეთანხმებით ძირითადი მოვალეობები: ** დარბაზის ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა პოზიციაზე (გაყიდვების მენეჯერი, ხარისხის მენეჯერი, ადმინისტრატორები, ბარმენები, შესყიდვები, ინსტრუქტორები, დასუფთავების თანამშრომლები და სხვ.) ვაკანსიების განთავსება და შესაბამისი კანდიდატების მოძიება (Sourcing). ** პოტენციურ კანდიდატებთან კომუნიკაცია, გასაუბრებების დაორგანიზება და პირველადი შერჩევა (Screening). ** საბოლოოდ შერჩეული, კვალიფიციური კანდიდატების სიის წარდგენა მენეჯმენტისთვის. შენიშვნა: შერჩეული კადრების შემდგომ გადამზადებას, კონტრაქტების გაფორმებასა და ადაპტაციას უზრუნველყოფენ კომპანიის იურისტი და ხარისხის მართვის მენეჯერი. რეკრუტერის პასუხისმგებლობა სრულდება კადრის საბოლოო შერჩევის ეტაპზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** რეკრუტინგის და კადრების შერჩევის მიმართულებით მუშაობის დადასტურებული გამოცდილება. ** ქალაქ რუსთავის ლოკაციაზე კადრების მოძიების სპეციფიკის ცოდნა. ** ეფექტური კომუნიკაციისა და კანდიდატის შეფასების უნარი. ** უპირატესობად ჩაითვლება: ფიტნეს ინდუსტრიაში, სპორტულ ან მომსახურების სფეროში (HoReCa, რითეილი) კადრების მოძიების გამოცდილება. რას გთავაზობთ: ** მოქნილ გრაფიკს: თქვენ არ ხართ ვალდებული იაროთ ოფისში. სამუშაო არის პროექტული და ფოკუსირებულია მხოლოდ კონკრეტული შედეგის (გუნდის დაკომპლექტების) დადებაზე, შესაბამისად, საჭიროებიდან უნდა განისაზღვროს ფიზიკური შეხვედრები. ** კონკურენტულ ანაზღაურებას: ანაზღაურების პირობები განისაზღვრება ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე (შესრულებული სამუშაოს ან შერჩეული კადრების რაოდენობის მიხედვით). დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: ttimeout1@gmail.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: "რეკრუტერი ".
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
HR რეკრუტერი
წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია
≈ 1500 ₾
ტექნიკური რეკრუტერი
DevsData