როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- სტაჟირება
- განთავსდა
- 7 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 7 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 12 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ალკორიუმი, ვისკის სახლი
ღია ვაკანსია: 1
ახალ ვაკანსიაზე შეტყობინება მოგივა Telegram-ში, ან ელფოსტაზე, თუ ელფოსტით შეტყობინებები გათიშული არ გაქვს.
აღწერა
პრემიუმ ალკოჰოლის მაღაზიათა ქსელი "ალკორიუმი" და "ვისკის სახლი" აცხადებს კონსულტანტის ვაკანსიას თბილისში. გუნდში ვეძებთ აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს ალკოჰოლური სასმელების ექსპერტის პოზიციაზე. "ალკორიუმი" არის ყველაზე დიდი ალკოჰოლური სასმელების მაღაზიათა ქსელი საქართველოში. ჩვენთან წარმოდგენილია არა მარტო ქართული, არამედ უამრავი საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური პროდუქცია. თუ გაინტერესებს საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობა, გსურს შენი ენერგია ყველაზე გამორჩეულ და გემრიელ პროდუქციასთან მუშაობისას გამოიყენო, მაშინ გაგვიხარდება ჩვენს გუნდში შენი გამოჩენა! ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს ** პოზიციურ და ფინანსურ წინსვლის პერსპექტივას ** საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილებას ** მოქნილი სამუშაო გრაფიკს - სწავლის და მუშაობის შეთავსება ჩვენთან შესაძლებელია; ** ჯანმრთელობის დაზღვევას ** ანაზღაურებად სტაჟირებას ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა; ** მომხმარებლისთვის პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება; ** პროდუქციის თაროებზე პოზიციონირება და მოწესრიგება; ** არსებული აქციების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება; ** პროდუქციის მიღება; ** გაყიდვების გაუმჯობესებასა და მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა. მოთხოვნები: ** სასურველია გამოცდილება გაყიდვების სფეროში; ** სასურველია სალაროსთან მუშაობის გამოცდილება; ** სწორად და გამართულად მეტყველების უნარი; ** კომუნიკაბელურობა და მოტივირებულობა; ** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. პირობები: ფიქსირებული ანაზღაურება 950 ₾ + მუდმივი სამოტივაციო + საბონუსე სისტემა (ანაზღაურება საშუალოდ თვეში 1300 ₾ + ) დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@arg.ge და "საგანში" (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება -ალკოჰოლური სასმელების ექსპერტი.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
გამომცემლობის სპეციალისტი/კონსულტანტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
კონსულტანტი
არკა სთორ თბილისი
სერვისის კონსულტანტი
The Body Shop