როგორ მივმართო
- განთავსდა
- 13 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 13 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 18 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
Domino`s Pizza
ღია ვაკანსია: 1
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
" Domino`s Pizza " ამერიკული საერთაშორისო პიცის რესტორნების ქსელია, რომელიც 1960 წელს დაარსდა და მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან პიცის ბრენდს წარმოადგენს. საქართველოში Domino`s Pizza 2015 წლიდან ოპერირებს და ამჟამად 9 ფილიალს აერთიანებს თბილისსა და ბათუმში. კომპანიის განვითარებისა და გაფართოების ფარგლებში ვეძებთ მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან კანდიდატებს ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. თუ გაქვთ ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი, ხართ მომხმარებელზე ორიენტირებული და გსურთ პროფესიული განვითარება, გთავაზობთ შესაძლებლობას, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს. სამუშაო პირობები: ** პოზიცია: ქოლცენტრის ოპერატორი ** სამუშაო ფორმატი: დისტანციური ** ანაზღაურება: 1100 ლარი ** სამუშაო გრაფიკი: კანდიდატს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:30-18:00 ან 18:00-01:30. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და მომხმარებელთა ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა; ** მომხმარებელთა შეკვეთების მიღება, დეტალების დაზუსტება და შესაბამის პროგრამაში ზუსტად ასახვა; ** პროდუქციის, მიმდინარე აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ** შეკვეთების სტატუსის მონიტორინგი და მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია; ** მომხმარებელთა შეკითხვებზე რეაგირება, საჩივრების განხილვა და პრობლემური სიტუაციების ეფექტიანი მართვა; ** ონლაინ პლატფორმებიდან მიღებული შეკვეთების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ფილიალებთან კომუნიკაცია; ** Facebook-ისა და Instagram-ის შეტყობინებებსა და ელექტრონულ წერილებზე პასუხის გაცემა; ** ლოიალობის პროგრამის, პრომოკოდებისა და ფასდაკლებების შესახებ მომხმარებელთა ინფორმირება; ** კომპანიის მომსახურების სტანდარტებისა და შიდა პროცედურების დაცვა; ** მიმდინარე სამუშაო საკითხების დროული და სრულყოფილი გადაბარება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ** გამართული, თავაზიანი და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი; ** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და პრობლემების გადაჭრის უნარი; ** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა და ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფა; ** კომპიუტერულ პროგრამებსა და ონლაინ პლატფორმებთან მუშაობის უნარი; ** რამდენიმე დავალების ერთდროულად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა; ** გუნდური მუშაობისა და კოლეგებთან ეფექტიანი თანამშრომლობის უნარი; ** დინამიკურ გარემოში მუშაობისა და სტრესული სიტუაციების მართვის უნარი. ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ჩვენ გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** Fitpass-ის შეღავათიან პირობებს — ფასდაკლებას სპორტული დარბაზებით სარგებლობაზე; ** სტაბილურ სამუშაო გარემოსა და გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობას; ** დამატებითი სამუშაო საათების ანაზღაურებას; ** პროფესიული განვითარებისა და ახალი უნარების შეძენის შესაძლებლობას; ** კარიერული და ფინანსური წინსვლის პერსპექტივას; ** მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს. როგორ გამოაგზავნოთ განაცხადი? დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@dominosteam.ge . წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ: "ქოლ-ცენტრის ოპერატორი". ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ განაცხადის ელექტრონული ფორმა: https://forms.gle/3xGVbJ29bkjtpAZY9 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 577 329 886; +995 557 232 830 პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ვაკანსიაზე დაინტერესების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "დომინო`ს პიცა"-მ დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათი მოწოდებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და ვაკანსიის განახლების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ. პერსონალური მონაცემების დამუშავების თანხმობის გამოხმობასთან დაკავშირებით მოგვწერეთ ამავე ელ. ფოსტაზე: hr@dominosteam.ge გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
ქოლცენტრის ოპერატორი
მოდუსი
ქოლცენტრის ოპერატორი
DYSON CAUCASUS
≈ 1800–3500 ₾
ქოლცენტრის ოპერატორი
სქოლიო
