როგორ მივმართო
- განთავსდა
- 28 სექტემბერი 2026
- ბოლო ვადა
- 28 ოქტომბერი 2026 · დარჩენილია 2 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
სამშენებლო კომპანია
- საქმიანობა
- სამშენებლო პროდუქცია, მშენებლობა და უძრავი ქონება
- დაარსდა
- 2021
ღია ვაკანსია: 3 · საიდენტიფიკაციო კოდი: 437374707
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას After Sales Specialist -ის პოზიციაზე. ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს, რომელიც გაყიდვის დასრულების შემდეგ უზრუნველყოფს კლიენტთან ეფექტურ კომუნიკაციას, ბინის ჩაბარების პროცესის კოორდინაციასა და შესაბამის დეპარტამენტებთან ურთიერთობას. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** გაყიდვის დასრულების შემდეგ კლიენტთან მუდმივი კომუნიკაცია და მისი ძირითადი საკონტაქტო პირის ფუნქციის შესრულება; ** კლიენტებისთვის მშენებლობის მიმდინარეობის, ბინის ჩაბარების ვადებისა და შემდგომი ეტაპების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ** კლიენტებთან კომუნიკაცია გადახდის გრაფიკებთან, დარჩენილ დავალიანებებსა და ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით; ** ბინის ჩაბარების პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია; ** ბინის დათვალიერებისას დაფიქსირებული ხარვეზების მიღება, შესაბამის ტექნიკურ/სამშენებლო გუნდთან გადაცემა და შესრულების მონიტორინგი; ** კლიენტის განცხადებების, მოთხოვნების, პრეტენზიებისა და საჩივრების მიღება და მათი დროული მოგვარების ორგანიზება; ** გაყიდვების, ფინანსურ, იურიდიულ, სამშენებლო და ტექნიკურ დეპარტამენტებთან ყოველდღიური კოორდინაცია; ** საკუთრების რეგისტრაციისთვის საჭირო პროცესებსა და დოკუმენტაციაში კლიენტის მხარდაჭერა; ** ხელშეკრულებების, დამატებითი შეთანხმებების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებისა და ხელმოწერის პროცესის კოორდინაცია; ** კლიენტების ინფორმაციისა და კომუნიკაციის ისტორიის CRM სისტემაში (ZOHO) რეგულარული და სრულყოფილი განახლება; ** კლიენტისთვის დაგეგმილი შეხვედრების, ბინის დათვალიერებისა და ჩაბარების პროცესის ორგანიზება; ** კლიენტის კმაყოფილების მონიტორინგი; ** პრობლემური და არასტანდარტული შემთხვევების იდენტიფიცირება და საჭიროების შემთხვევაში მენეჯმენტთან დროული ესკალაცია; ** კლიენტის მოთხოვნის სტატუსის კონტროლი საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება სასურველია; ** კლიენტებთან ურთიერთობის, Customer Service-ის, After Sales-ის, გაყიდვების ან ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა; ** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება სასურველია; ** ZOHO CRM-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** გამართული ქართული მეტყველება და წერითი კომუნიკაციის უნარი; საჭირო უნარები და პიროვნული თვისებები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა; ** ძლიერი კომუნიკაციისა და კლიენტთან ურთიერთობის უნარი; ** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და დროის ეფექტური მართვა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დოკუმენტაციასთან ყურადღებით მუშაობის უნარი; ** გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური კოორდინაციის უნარი; სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი, 10:00-18:00 ანაზღაურება: 1, 500 ლარი — ხელზე ასაღები თანხა სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსკოვის გამზირი №38 თუ გაქვთ კლიენტებთან ურთიერთობის ძლიერი უნარი, მოგწონთ პროცესების ორგანიზება და შეგიძლიათ სხვადასხვა დეპარტამენტს შორის ეფექტური კოორდინაცია. გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ფოტო სურათით ელ ფოსტაზე istoriadevelop@gmail.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ After Sales Specialist.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
ტერიტორიული გაყიდვების სპეციალისტი
Financial Chain Corporation
გაყიდვების ხელმძღვანელი
ევროპანელ გრუპი