როგორ მივმართო
- გამოცდილება
- 2 წელი
- განთავსდა
- 22 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 22 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 28 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ოსტეო დენტაშოპი
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 2 · საიდენტიფიკაციო კოდი: 406196753
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
თუ გიყვართ მოლაპარაკებები, ბიზნესურთიერთობების განვითარება და დიდი გარიგებების წარმატებით დასრულება, " ოსტეო დენტაშოპი " გთავაზობთ შესაძლებლობას, შეუერთდეთ სტაბილურ და მზარდ კომპანიას. ჩვენი გუნდი ეძებს აქტიურ, ამბიციურ და შედეგზე ორიენტირებულ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს , რომელიც იმუშავებს სტომატოლოგიურ კლინიკებთან, ქსელურ და სხვა კორპორატიულ პარტნიორებთან. რას გააკეთებთ: ** მოიძიებთ ახალ კორპორატიულ კლიენტებსა და პარტნიორებს; ** შეხვდებით კლინიკების მფლობელებს, ხელმძღვანელებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს; ** შეისწავლით პარტნიორების საჭიროებებს და შესთავაზებთ მათ შესაბამის პროდუქტებსა და თანამშრომლობის პირობებს; ** მოამზადებთ ინდივიდუალურ შეთავაზებებს, პროდუქტის პაკეტებსა და პრეზენტაციებს; ** წარმართავთ მოლაპარაკებებს და იზრუნებთ შეთანხმებების წარმატებით დასრულებაზე; ** განავითარებთ ურთიერთობებს არსებულ კორპორატიულ კლიენტებთან; ** დაგეგმავთ გაყიდვების პროცესს და განახორციელებთ დროულ follow-up-ს; ** იმუშავებთ გაყიდვების მიზნების შესრულებასა და კომპანიის კორპორატიული მიმართულების ზრდაზე. ვის ვეძებთ: ** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება B2B ან კორპორატიულ გაყიდვებში; ** მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის ძლიერი უნარები; ** საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა და განვითარების გამოცდილება; ** კომერციული აზროვნება და კლიენტის საჭიროებების სწორად განსაზღვრის უნარი; ** ორგანიზებულობა, ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირება; ** ქართული ენის გამართულად ცოდნა; სტომატოლოგიის სფეროში გამოცდილება სასურველია, თუმცა აუცილებელი არ არის — კომპანიის პროდუქტებსა და სპეციფიკას ადგილზე შეგასწავლით. რას გთავაზობთ: ** ფიქსირებულ ანაზღაურებას — 1 500 ლარიდან , გამოცდილების შესაბამისად; ** შედეგებზე დაფუძნებულ მიმზიდველ და მზარდ ბონუსს; ** ანაზღაურებად გამოსაცდელ პერიოდს; ** საერთაშორისო ბრენდებთან და მნიშვნელოვან ბიზნესპარტნიორებთან მუშაობას; ** სრულად დაფინანსებულ პროფესიულ ტრენინგებს საქართველოში და საზღვარგარეთ; ** კორპორატიული მიმართულების განვითარებაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას; ** რეალურ კარიერულ და ფინანსურ ზრდას; ** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს. სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო თუ გსურთ, თქვენი გამოცდილება და მოლაპარაკების უნარი გამოიყენოთ მზარდ და პერსპექტიულ სფეროში, გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: info@dentashop.ge ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი". ჩვენ შესახებ: https://kbili.ge/ https://www.facebook.com/dentashopgeo გელოდებით გასაუბრებაზე — შემოგვიერთდით და გავზარდოთ ბიზნესი ერთად!
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
CLC Elevator
SME ლიზინგის მენეჯერი - გაყიდვების მენეჯერი
თიბისი ლიზინგი
გაყიდვების მენეჯერი ავტოლიზინგის გუნდში
თიბისი ლიზინგი