როგორ მივმართო
- განთავსდა
- 1 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 1 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 6 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ფარმანეტი
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 1 · საიდენტიფიკაციო კოდი: 404890445
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
ფარმაცევტული კომპანია "ფარმანეტი" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე. ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, ჩვენთან თითოეულ თანამშრომელს აქვს პიროვნული და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა. ჩვენი უპირატესობაა მზარდი ანაზღაურება და ეფექტური საბონუსე სისტემა, კომპანია სრულად უნაზღაურებს თანამშრომელს ჯანმრთელობის დაზღვევას კარგი პირობებით. დამატებითი ინფორმაცია: ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 40 საათი ან ურთიერთშეთანხმებით; ** ხელფასი: ურთიერთშეთანხმებით ; ** კომპანია სრულად აფინანსებს თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევას კარგი პირობებით; ** აფთიაქი განთავსებულია ქ. თბილისში, გურამიშვილის გამზირი 12ა. ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებელთა ფარმაცევტული კონსულტაციის გაწევა და მაღალხარისხიანი მომსახურება; ** მომხმარებელთა ინფორმირება მედიკამენტების ფასის, ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ; ** პროდუქციის მიღების, შენახვის, აღრიცხვის და გაცემის პროცესებში მონაწილეობა; ** შეამოწმოს და უზრუნველყოს პროდუქციაზე ფასის ნიშნის არსებობა და სისწორე; ** შეასრულოს ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურებრივი დავალებები. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** უმაღლესი ფარმაცევტული განათლება; ** აფთიაქში მუშაობის გამოცდილება; ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; ** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი, თავაზიანობა, სწრაფი რეაგირების უნარი, გაწონასწორებულობა. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: HR@pharmanet.ge პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, გულისხმობს კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს!
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
ფარმაცევტის თანაშემწე
პსპ ფარმა
ფარმაცევტი
პსპ ფარმა
ფარმაცევტი
ჯპს