როგორ მივმართო
- გამოცდილება
- გამოცდილი
- განთავსდა
- 29 სექტემბერი 2026
- ბოლო ვადა
- 29 ოქტომბერი 2026 · დარჩენილია 3 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
აითი თექ
- საქმიანობა
- კომპიუტერული და პროგრამული მომსახურება
- დაარსდა
- 2011
ღია ვაკანსია: 4 · საიდენტიფიკაციო კოდი: 406054683
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
" IT Tech " - არის მოწინავე IT ინტეგრატორი საქართველოში, რომელიც კომპანიებს სთავაზობს IT ინფრასტრუქტურას და წარმატებით ეხმარება ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტიან დანერგვასა და განვითარებაში. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს https://ittech.ge/about-us/ შ.პ.ს "აითი თექ" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი N115გ. კომპანია გთავაზობთ: ** სამუშაო გრაფიკი - 09:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი); ** ანაზღაურება - 5000 ლარი (+ ბონუსი 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ); ** ჯანმრთელობის დაზღვევა. ფუნქცია-მოვალეობები: ** დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის მართვა და კოორდინაცია; ** გაყიდვების მიზნებისა და სტრატეგიის განსაზღვრა; ** გუნდის მოტივირება, განვითარება და შედეგების მართვა; ** ახალი კლიენტებისა და ბიზნეს შესაძლებლობების მოძიება; ** სტრატეგიულ კლიენტებთან მოლაპარაკება; ** გაყიდვების შედეგების, მიმდინარე შესაძლებლობებისა და პროგნოზების ანალიზი; ** პროცესების განვითარებაზე მუშაობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** CRM სისტემებისა და MS Office ცოდნა; ** სასურველია ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება ან ტექნიკური განათლება; ** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე; ** ძლიერი მოლაპარაკებისა და კომუნიკაციის უნარები; ** მინიმუმ 2 წლიანი გუნდის მართვისა და განვითარების გამოცდილება; დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე - შესაბამისი დასახელებით - hr@ittech.ge მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას! დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
გაყიდვების ხელმძღვანელი
ევროპანელ გრუპი
გაყიდვების ხელმძღვანელი
ევროპანელ გრუპი
გაყიდვების მენეჯერი
ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი