გაყიდვების მენეჯერი
როგორ მივმართო
- გამოცდილება
- გამოცდილების გარეშე
- განთავსდა
- 22 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 22 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 27 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
Enocork
ღია ვაკანსია: 1
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
გაინტერესებს ღვინის ინდუსტრია, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და გსურს გაყიდვების სფეროში განვითარება? მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა! " Enocork " — საერთაშორისო კომპანიათა ჯგუფის წევრი, მზარდი კომპანია, რომელიც საქართველოს მეღვინეობის სექტორს აწვდის ღვინის საცობებს, კასრებსა და სხვა სპეციალიზებულ პროდუქციას. კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის ორ პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები ** ახალი კლიენტების მოძიება და არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობის განვითარება; ** მეღვინეობებთან შეხვედრების ორგანიზება და პროდუქციის შეთავაზება; ** გაყიდვების პროცესის მართვა და შედეგების გაუმჯობესება; ** ხელშეკრულებების, შეკვეთებისა და გადახდების კონტროლი; ** კლიენტთა ბაზის წარმოება და შიდა გუნდთან კოორდინაცია; ** კახეთის რეგიონში სამუშაო ვიზიტები (თვეში მინიმუმ ორჯერ). საკვალიფიკაციო მოთხოვნები ** უმაღლესი განათლება (სასურველია მეღვინეობის მიმართულებით); ** ღვინის წარმოების პროცესების ცოდნა; ** ქართული ენის სრულყოფილად და ინგლისური ენის საშუალო დონეზე B2 ცოდნა; ** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების კარგი უნარები; ** MS Office-ის საბაზისო ცოდნა; ** პირადი ავტომობილის ქონა; ** პასუხისმგებლობა, ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა. ** უპირატესობა მიენიჭებათ მეღვინეობის ან გაყიდვების სფეროში გამოცდილების მქონე კანდიდატებს, თუმცა სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის. რას გთავაზობთ? ** საერთაშორისო ბიზნესგარემოში მუშაობის შესაძლებლობას; ** მეღვინეობის ინდუსტრიის პროფესიონალებთან თანამშრომლობას; ** პროფესიული ცოდნისა და გაყიდვების უნარების განვითარების შესაძლებლობას; ** რეგიონული სამუშაო ვიზიტების საწვავის ხარჯების ანაზღაურებას. განაცხადის გაგზავნა დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: marinatarn@gmail.com თემის ველში მიუთითეთ: Sales Manager - Enocork.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
გაყიდვების მენეჯერი
ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გაყიდვების მენეჯერი
ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გაყიდვების მენეჯერი
დიპლომატ ჰოლდინგი