როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- სრული განაკვეთი
- განთავსდა
- 19 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 19 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 24 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
Zudu Doors
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 1
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
- " Zudu Doors "-ის გუნდში გაყიდვების კონსულტანტს ვეძებთ!
- თუ გიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია, ხარ აქტიური, ყურადღებიანი და გსურს განვითარება ინტერიერისა და თანამედროვე დიზაინის სფეროში - შემოუერთდი Zudu Doors-ის გუნდს!
- შენი ძირითადი მოვალეობები იქნება:
- ** კომპანიის პროდუქციის ასორტიმენტისა და მახასიათებლების საფუძვლიანი შესწავლა;
- ** მომხმარებლებისთვის პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა და მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქციის შერჩევაში დახმარება;
- ** გაყიდვების პროცესის ეფექტურად მართვა - პირველადი დაინტერესებიდან შესყიდვამდე;
- ** შოურუმში სტუმრების მიღება და მათთვის სასიამოვნო გამოცდილების შექმნა;
- ** ონლაინ არხებში მომხმარებლებთან კომუნიკაცია და შეკითხვებზე ამომწურავი პასუხების გაცემა;
- ** შოურუმის მოწესრიგებულ იერსა და პროდუქციის სათანადო პრეზენტაციაზე ზრუნვა;
- ** გაყიდვების შედეგებისა და მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე მუშაობა.
- რას ველით შენგან:
- ** გამართულ კომუნიკაციისა და მომხმარებელთან ურთიერთობის უნარებს;
- ** პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობასა და დეტალებისადმი ყურადღებას;
- ** ორგანიზებულობას, ინიციატივიანობასა და შედეგზე ორიენტირებულობას;
- ** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარს;
- ** რუსული ან/და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
- ჩვენ გთავაზობთ:
- ** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 6 დღე;
- ** სამუშაო საათები: 11:00-19:00;
- ** ანაზღაურება: 1 200 ლარი + საბონუსე სისტემა;
- ** ერთკვირიანი გადამზადების პროგრამა;
- ** გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე;
- ** სამუშაო ადგილი: ბათუმი , პუშკინის ქ. 162.
- გინდა გახდე ჩვენი გუნდის წევრი?
- გამოგვიგზავნე შენი CV ელფოსტაზე: zududoors@gmail.com ან დაგვიკავშირდი სოციალურ ქსელებში.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
ონლაინ გაყიდვების კონსულტანტი
გრანდ ელექტრონიქსი
