როგორ მივმართო
- განთავსდა
- 15 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 15 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 20 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
Estemed
ღია ვაკანსია: 1
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
ESTEMED — ესთეტიკური მედიცინისა და პროფესიული კოსმეტოლოგიის სფეროში მოქმედი სადისტრიბუციო კომპანია — გუნდში იწვევს ოფის-მენეჯერს. ადგილმდებარეობა: თბილისი ვეძებთ ორგანიზებულ და პასუხისმგებლობიან ადამიანს, რომელსაც შეუძლია დოკუმენტაციის მოწესრიგება, პარტნიორებთან კომუნიკაციის კოორდინაცია და ადმინისტრაციული დავალებების დროულად შესრულება. ძირითადი მოვალეობები: ** ოფისის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება, საკანცელარიო და სხვა საჭირო საოფისე მასალების შეკვეთა და მარაგების კონტროლი. ** ლოგისტიკურ კომპანიებთან ურთიერთობა: გზავნილებისა და მიწოდებების კოორდინაცია, ვადების დაზუსტება და თანმხლები დოკუმენტაციის შეგროვება. ** ტურისტულ სააგენტოებთან თანამშრომლობა: ბილეთებისა და საცხოვრებლის დაჯავშნის კოორდინაცია, ჯავშნის დადასტურებებისა და ანგარიშ-ფაქტურების შეგროვება. ** თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვა: სამსახურში მოსვლისა და წასვლის, დაგვიანების, გაცდენებისა და შეთანხმებული შვებულებების აღრიცხვა. ** სამუშაო დროის აღრიცხვის ცხრილისა და ხელფასის გამოსათვლელად საჭირო შეთანხმებული მონაცემების დროულად მიწოდება ბუღალტერიისთვის. ** ანგარიშებისა და ინვოისების შეგროვება, სისტემატიზაცია და ბუღალტერიისთვის გადაცემა. ** მიმდინარე ადმინისტრაციული დავალებების შესრულება და მათი შესრულების ვადების კონტროლი. მოთხოვნები: ** ორგანიზებულობა, ყურადღებიანობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ** რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობისა და ვადების დაცვის უნარი. ** ელექტრონული ფოსტის, Word-ისა და Excel-ის კარგი ცოდნა. ** CRM სისტემაში მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა; Bitrix24-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ** თანამშრომლებთან და გარე პარტნიორებთან გამართული კომუნიკაციის უნარი. ** დოკუმენტებთან მუშაობის სიზუსტე და თანამშრომელთა პირადი და სახელფასო ** ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა. ** ოფის-მენეჯერის ან ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. სამუშაო პირობები: ** ხელფასი: თვეში 1 500 ლარი ხელზე. ** კვება: კომპანიის ხარჯით. ** სამედიცინო დაზღვევა. ** სამუშაო ადგილი: ოფისი თბილისში. ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:00-დან 19:00 საათამდე. დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: office@estemed.ge წერილის სათაურში მიუთითეთ: "ოფის-მენეჯერი".
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
ოფისის მენეჯერი
დიპლომატ ჰოლდინგი
ოფისის მენეჯერი
ბს/2 ჯორჯია
ოფისის მენეჯერი
ევექსი

