როგორ მივმართო
- გამოცდილება
- 2 წელი
- განთავსდა
- 6 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 6 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 11 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
Caucasian PET Company
ღია ვაკანსია: 3
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
სს " კავკასიან პეტ კომპანი " ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში. ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში. წარმოების გაფართოებასთან დაკავშირებით ვაცხადებთ კანდიდატების ძიებას შემდეგ ვაკანსიებზე: PET ბოთლის გასაბერის ოპერატორი - 2 ვაკანსია მოთხოვნები: ** საწარმოო დანადგარებისა და ხაზების მომსახურების გამოცდილება - არანაკლებ 2 წლისა. ** ტექნიკასთან, მექანიზმებთან და ელექტრონულ დანადგარებთან მუშაობის უნარი - სავალდებულოა. ** გასაბერი მანქანების მუშაობის პრინციპებისა და ტექნოლოგიური პროცესის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ** ტექნოლოგიური პარამეტრების კონტროლის უნარი (ტემპერატურა, წნევა, ციკლის დრო). ** კომპიუტერის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე და დოკუმენტაციის წარმოების წესების ცოდნა. ** ქართული ენის ცოდნა, რუსული/უკრაინული და ინგლისური ენების საშუალო დონეზე ცოდნა. ** პასუხისმგებლობა, დისციპლინირებულობა, შესრულების უნარი. თანამდებობრივი მოვალეობები: ** PET ბოთლების გამოშვება დამტკიცებული ტექნიკური პირობების შესაბამისად. ** დანადგარის ტექნოლოგიური პარამეტრების კონტროლი. ** პროდუქციის გამოშვების დოკუმენტაციის წარმოება, მუშაობა Оne Рack ‑ში. ** საამქროს ტერიტორიისა და ტექნოლოგიური დანადგარების დასუფთავება. ** ნებისმიერი დამხმარე სამუშაოს შესრულება საწარმოში მინდობილ უბნებზე. ** მზა პროდუქციის ჩაყრა, შეფუთვა და გადაადგილება. სამუშაო პირობები: ** ქალაქი რუსთავი , სამუშაო გრაფიკი: - 08:00-დან 20:00-მდე (2 სამუშაო დღე - დღის ცვლა, მომდევნო 2 დღე დასვენება + ანაზღაურებადი ზეგანაკვეთური სამუშაო საჭიროებიდან გამომდინარე). ** ანაზღაურება - 1750 ლარი ხელზე ან 10.46 ლარი საათში გამოსაცდელი პერიოდის - 3 თვის განმავლობაში. გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ 2000 ლარი ხელზე ან 11.96 ლარი საათში. ** პრემირება - წლის მუშაობის შედეგებიდან გამომდინარე. ** სოციალური პაკეტი მოიცავს: სამედიცინო დაზღვევა; სამსახურში მიყვანა-წამოყვანა ქ.რუსთავში; კორპორატიული მობილური ნომერი; კვება შესვენების დროს; FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, ფიტნეს-დარბაზები). რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე: Gogashvili.Mari@caucasianpet.com
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
1C ოპერატორი
დიპლომატ ჰოლდინგი
ბექ ოფისის ოპერატორი
საქართველოს ფოსტა
ქოლცენტრის ოპერატორი
მოდუსი

