იმპორტ-ექსპორტის მენეჯერი
როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- სრული განაკვეთი
- განთავსდა
- 1 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 1 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 6 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
BlueTabla
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 5
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
" ბლუტაბლა " არის კერამიკისა და ტექსტილის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის ქართული დიზაინის სახლის ნივთებსა და აქსესუარებს. ჩვენი პროდუქციის დასათვალიერებლად ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.bluetabla.ge ვაკანსია: იმპორტ-ექსპორტის მენეჯერი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი სამუშაოს აღწერა: ** უცხოელი მომწოდებლების მოძიება, შეფასება და შერჩევა; ** მომწოდებლებთან ფასებსა და თანამშრომლობის პირობებზე მოლაპარაკება; ** შეკვეთების განთავსება და მათი სტატუსის, მიწოდების ვადებისა და ჩამოსვლის პროცესის კონტროლი; ** ავანსებისა და გადახდის გრაფიკის მართვა ფინანსურ გუნდთან კოორდინაციით; ** ექსპორტის ოპერაციების წარმართვა — შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და გადაზიდვების ორგანიზება; ** საერთაშორისო გადაზიდვების დაგეგმვა და გადამზიდავ კომპანიებთან თანამშრომლობა; ** განბაჟების პროცესის წარმართვა საბაჟო ბროკერთან კოორდინაციით. მოთხოვნები: ** იმპორტის, ექსპორტის ან საერთაშორისო ლოჯისტიკის მიმართულებით მინიმუმ 2-3-წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა, როგორც საქმიანი მიმოწერის, ისე მოლაპარაკებების დონეზე; ** Microsoft Excel-ის კარგად ფლობა; ** დამოუკიდებლად მუშაობისა და ახალი პროცესების აწყობის უნარი; ** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. ანაზღაურება და პირობები: ** კონკურენტული ანაზღაურება; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა; ** შედეგზე ორიენტირებული, მეგობრული და პროფესიული სამუშაო გარემო. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: career@bluetabla.ge წერილის სათაურში მიუთითეთ: "იმპორტ-ექსპორტის მენეჯერი".
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
გაყიდვების მენეჯერი
დიპლომატ ჰოლდინგი
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
Gold Way Group